მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პატრიარქი: ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია - ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ იმ გამორჩეული ხელოვნებისთვის, რომელმაც არაერთი თაობის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა
პატრიარქი: ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია - ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ იმ გამორჩეული ხელოვნებისთვის, რომელმაც არაერთი თაობის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა

იმედი|imedinews.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს.

როგორც შიო მესამე მილოცვაში აღნიშნავს, ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია და მის შემოქმედებას დრო ახალ სიღრმეს სძენს.

„ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია.

გამორჩეული ხმით, შემოქმედებითი ხიბლით, დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობით, მაღალი მუსიკალური გემოვნებითა და მშვენიერებით მან მრავალი ადამიანის გულში დაიდო ბინა, როგორც შთაგონების წყარომ და ქართული ხელოვნების ღირსეულმა წარმომადგენელმა.

დრო მის შემოქმედებას მხოლოდ ახალ სიღრმეს სძენს, იგი მისთვის ჩვეული სინატიფითა და შინაგანი ღირსებით ამშვენებს სცენას და მსმენელს უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულსა უზიარებს.

ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ იმ გამორჩეული ხელოვნებისთვის, რომელმაც არაერთი თაობის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა.

უფალმა დალოცოს იგი და მიანიჭოს მხნეობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა თავისი შემოქმედებით კიდევ დიდხანს ახარებდეს და ატკბობდეს ჩვენს გულებს“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა

იმედი

დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება

დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება

იმედი

„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“ - ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ

Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს

Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს

იმედი