მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა, თუმცა მოგვიანებით მოედანი დამოუკიდებლად დატოვა
ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა, თუმცა მოგვიანებით მოედანი დამოუკიდებლად დატოვა

ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა, თუმცა მოგვიანებით მოედანი დამოუკიდებლად დატოვა

იმედი|imedinews.ge

დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, უკრაინის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩის დროს მოედანზე დაეცა და გონება დაკარგა. ​ოდენსეში მიმდინარე თამაში 65-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ის მოედანზე დაეცა, მალევე კი მატჩი საბოლოოდ ჩაიშალა. 34 წლის ფეხბურთელმა მოედნის დატოვება ფეხით შეძლო.

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილ ნახევარმცველს კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს, მას შემდეგ, რაც 5 წლის წინ, ევროპის ჩემპიონატის მატჩის დროს გული გაუჩერდა.

მოგვიანებით ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები დანიის ნაკრების ექიმმა, მორტენ ბოესენმა გაავრცელა.

„კრისტიანი თავს კარგად გრძნობს და მოედანი დამოუკიდებლად დატოვა. კარდიოსტიმულატორმა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა. ის მცირე ხნით უგონოდ იყო, მაგრამ გონება ძალიან სწრაფად დაუბრუნდა და მასთან კონტაქტზე მალევე გავედით. ახლა ის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს ინციდენტი. თუმცა ახლა გონზეა, აცხადებს დანიის ფეხბურთის ასოციაცია. „ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მასთან და საავადმყოფოს ექიმებთან“, - განაცხადა ბოესენმა.

„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა. მას სამედიცინო დახმარებას მოედანზე 15 წუთის განმავლობაში უწევდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს გული გაუჩერდა. ერიქსენმა ვარჯიში იმავე წლის დეკემბერში დაიწყო და ფეხბურთსაც დაუბრუნდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი