მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პელეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაისური აუქციონზე გაიყიდება
პელეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაისური აუქციონზე გაიყიდება

პელეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაისური აუქციონზე გაიყიდება

იმედი|imedinews.ge

აუქციონის სახლი Sotheby's გასაყიდად გამოიტანს პელეს მაისურს, რომლითაც ფეხბურთის ლეგენდა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშობდა. ლოტის თავდაპირველი ღირებულება 6 მილიონ დოლარს აღემატება. ვაჭრობა 29 ივნისს გაიხსნებ და 16 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე 3 დღით ადრე დასრულდება.

მაისური პელეს კოლექციიდან აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ნივთი უნდა გახდეს. მას ასევე შეუძლია მოხსნას ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო მაისურის რეკორდი, რომელიც დიეგო მარადონას ეკუთვნის - მისი მაისური 2022 წელს 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1958 წელს პელე 17 წლის იყო. მან 2 გოლი გაუტანა შვედეთს და დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ, ვისაც კი ოდესმე უთამაშია და გოლი გაუტანია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ბრაზილიამ ის მატჩი ანგარიშით 5:2 მოიგო. თამაშის შემდეგ სპორტსმენმა თავისი მაისური თანაგუნდელს აჩუქა.

მაისური ფეხბურთელის ოჯახში რჩებოდა 1993 წლამდე, შემდეგ კი ედვალდო ალვეს სანტა-როზას სახელობის სპორტის მუზეუმის კოლექციას გადასცეს. დაწესებულებამ 2011 წელს მაისური აუქციონზე გაიტანა და ის უცნობმა პირმა 105 ათას დოლარად შეიძინა. ახლა მან ამ ნივთის გაყიდვა გადაწყვიტა.

პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი სამჯერ გახდა - 1958, 1962, 1970 წლებში. მან სპორტიდან წასვლის შესახებ 1977 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, რის შემდეგაც ბრაზილიის სპორტის მინისტრი და გაეროს ელჩი იყო ეკოლოგიის საკითხებში.

ლეგენდარული ფეხბურთელი 2022 წელს, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი