მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პენიტენციური სამსახური: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს
პენიტენციური სამსახური: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს

პენიტენციური სამსახური: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს

იმედი|imedinews.ge

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერის მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ განცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დისკრედიტაციას.

ნანა სანდერი დაწესებულებაში განთავსების დღიდან იმყოფება №5 პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ბრალდებულს გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მიერ, მათ შორის სამოქალაქო სექტორის კლინიკაშიც. ნანა სანდერი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი ყველა სამედიცინო სერვისით.

დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე (ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი.

ბრალდებული ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს.

შესაბამისად, სრულიად ლოგიკურად, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ნანა სანდერის მიმართ ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.

ნანა სანდერი უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი და საკვებიც მიეწოდება აღნიშნულის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება! ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.

ნანა სანდერის განცხადების საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა არაერთი სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში არ გამოვლენილა N5 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულ ნანა სანდერის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულ ნანა სანდერს თავი შეიკავოს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

მსჯავრდებული სანდერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუე დასტურდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელთა გასაჯაროებისგანაც უწყება, მსჯავრდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • "რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადებაBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
სრულად →სამსახური →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

იმედი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი