
პენტაგონმა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს წარმოების ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ამერიკულ იარაღის მწარმოებლებს მარაგების შესავსებად წარმოების ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდა, - იუწყება ABC News-ი.
პენტაგონის პრესმდივანმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ უწყება საბრძოლო მასალის შესყიდვის დაჩქარებაზეა კონცენტრირებული, რათა საჭირო შეიარაღება „იმ ტემპით მიეწოდოს, რომელსაც საფრთხე მოითხოვს“.
მან ასევე დაადასტურა, რომ ბოლო კვირებში პენტაგონი პროცესების დაჩქარებაზე მუშაობს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს ხდება „უფრო ფართო მოდერნიზაციული ძალისხმევის ფარგლებში“, რომელიც ჯერ კიდევ ირანთან ომამდე დაიწყო.
მანამდე The Washington Post-მა მოიპოვა ინფორმაცია თავდაცვის მინისტრ სტივ ფეინბერგის წერილის შესახებ, რომელიც სამხედრო მრეწველობის წამყვან კომპანიებს გაეგზავნათ. გავრცელებული ცნობებით, წერილში ის აცხადებდა, რომ მათგან 21 დღის ვადაში ელიან გეგმებს წარმოების დაჩქარებისა და მოცულობის გაზრდის შესახებ, განსაკუთრებით, შეიარაღების კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახეობებისთვის.
„მრავალწლიანი შემუშავების ციკლები მიუღებელია. ჩვენ არსებითად უნდა დავაჩქაროთ ჩვენი გრაფიკები და გავაფართოოთ საწარმოო სიმძლავრეები უკვე ახლავე“, - ნათქვამია ფეინბერგის წერილში.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ხმები ირანთან რამდენიმეთვიანი ომის შემდეგ საბრძოლო მასალის დეფიციტსა და ამ საკითხის გამო პენტაგონის ხელმძღვანელთან კონფლიქტის შესახებ.
იმედი
წყარო: imedinews.ge