მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ ბორჯომში. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომიტეტის წევრები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაწესებულების ადგილობრივ ფილიალს ესტუმრნენ.

„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებსა და სასწრაფო დახმარების ავტოპარკის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. განიხილეს სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული საკითხები. დაწესებულების ხელმძღვანელმა სტუმრებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ზრდაზე, არსებულ გამოწვევებსა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე ილაპარაკა.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა, სადაც რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვის სექტორის გაძლიერებასა და მიმდინარე რეფორმების ეფექტიანობაზე იმსჯელეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • როგორც ჩანს, ძალიან ცუდად არის ჩვენი სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემების საქმე - გია არაბიძეBM.GE
  • GCCA-ი მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკას აქვეყნებსრუსთავი 2
  • ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით "ოცნება" ახალ კანონზე მსჯელობს - რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივასტვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
დაცვის →შეხვედრა →საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

მოლდოვაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა

მოლდოვაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა

იმედი

პენტაგონმა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს წარმოების ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდა

პენტაგონმა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს წარმოების ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდა

იმედი

დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება

დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება

იმედი

რომის პაპი: ომი მხოლოდ მეტ ომსა და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შეჩერდეს ძალადობა. დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას

რომის პაპი: ომი მხოლოდ მეტ ომსა და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შეჩერდეს ძალადობა. დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას

იმედი