მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი გარდაიცვალა
„პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი გარდაიცვალა

„პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი გარდაიცვალა

იმედი|imedinews.ge

მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი 56 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას AFP მწერლის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მარჯან სატრაპი მწუხარებისგან გარდაიცვალა, მისი ქმრისა და ცხოვრების მთავარი სიყვარულის, მატიას რიპას გარდაცვალებიდან ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. პროდიუსერი, მსახიობი და სცენარისტი მატიას რიპა 2025 წლის აპრილში გარდაიცვალა.

მარჟან სატრაპი ირანში, 1969 წელს დაიბადა. ის თეირანში ფრანგულ ლიცეუმში სწავლობდა. 1994 წლიდან სატრაპი საფრანგეთში ცხოვრობდა, 2006 წელს კი ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. სატრაპის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ავტობიოგრაფიული კომიქსი „პერსეპოლისი“, რომელშიც ის ირანში ისლამური რევოლუციის დროს თავის ბავშვობაზე ჰყვება.

2007 წელს სატრაპიმ ფრანგ მხატვარ ვენსან პარონოსთან ერთად გამოუშვა კომიქსის ეკრანიზაცია ანიმაციური ფილმის სახით, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა და „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი