
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთის ატომური ელექტროსადგური გამორთვას გადაურჩა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ ღამეს ქვეყნის ერთადერთი პაკშის ატომური ელექტროსადგური მდინარე დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო გამორთვის პირას იყო, თუმცა წყალმა კლება შეწყვიტა.
მისი თქმით, მდინარე დუნაიში წყალმა მატება დაიწყო, შესაბამისად, ატომური ელექტროსადგურის გამორთვა აღარ გახდა საჭირო.
„დაახლოებით ღამის 1:30 საათზე პაკშის ატომური ელექტროსადგურის სრულ გაჩერებამდე რამდენიმე მილიმეტრი გვაშორებდა, თუმცა, შემდეგ წყლის დონემ კლება შეწყვიტა და დილისთვის ის 1,5 სანტიმეტრით გაიზარდა. ამჟამად ბოლო ტურბინა უსაფრთხოდ მუშაობს. წინ, პაკშისკენ!“, - დაწერა მადიარმა.
ცნობისთვის, მდინარე დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო რამდენიმე დღის წინ ატომური ელექტროსადგურის გამორთვის საკითხი დღის წესრიგში დადგა, რადგან მისი გაგრილებისთვის საჭირო რაოდენობის წყალი არ არსებობდა.
Hajnali fél kettő körül pár milliméterre jártunk a Paksi Erőmű teljes lekapcsolásától, ám akkor megállt a vízszint csökkenése, és reggelre 1,5 centimétert emelkedett. Jelenleg biztonságosan üzemel az utolsó turbina. Irány Paks! — Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) August 4, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge