მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას
პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას

პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას.

პრეზიდენტი, მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, ნებაყოფლობით გადადგომაზე უარს აცხადებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ცვლილებების შეტანის შემდეგ დაიწყება კონსტიტუციური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება უნგრული საზოგადოება. შემდეგ ცვლილებებს კენჭს უყრიან საყოველთაო რეფერენდუმზე. განახლებული კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ასამბლეა აირჩევს სახელმწიფოს ახალ მეთაურს.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მადიარი ძალისხმევას არ იშურებს პრეზიდენტ შუიოკის თანამდებობიდან გადასაყენებლად და მას ვიქტორ ორბანის რეჟიმის „მარიონეტად“ მოიხსენიებს.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტია „ტისას“ ლიდერმა პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა, შუიოკმა მადიარის მოთხოვნა უარყო, რამაც, პრეზიდენტის თქმით, „კონსტიტუციური კრიზისი“ გამოიწვია.

31 მაისს შუიოკმა საბოლოოდ თქვა უარი თანამდებობის დატოვებაზე მას შემდეგ, რაც კვირას ამოიწურა ახალი მთავრობის მიერ მისი ნებაყოფლობითი გადადგომისთვის დადგენილი ბოლო ვადა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი