მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პეტრე მამრაძე: ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი გეოპოლიტიკური ჯუჯაა, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით
პეტრე მამრაძე: ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი გეოპოლიტიკური ჯუჯაა, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით

იმედი|imedinews.ge

ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი „გეოპოლიტიკური ჯუჯაა“, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.

მან ევროკავშირში დემოკრატიის დეფიციტზე ისაუბრა. კერძოდ, გახდა თუ არა ბრიუსელის ძალაუფლება იმდენად უკონტროლო, რომ წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ამომრჩევლის ნება უკვე მეორე ხარისხოვნანია.

მისივე თქმით, თავის დროზე ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან ამ მიზეზითა განპირობებული. მამრაძეს მიაჩნია, რომ ამით ბრიტანეთი ევროკავშირის ქვეყნების ბედს ნაწილობრივ გაექცა, რადგან ქვეყანაში უკანონო მიგრაციაა და ეს ბრიტანეთს დიდ პრობლემას უქმნის. პეტრე მამრაძემ აღნიშნა, რომ ამის დასტურია ზოგიერთი მუნიციპალიტეტი ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სხვა კულტურისა და რელიგიის ადამიანები არიან.

მამრაძის განცხადებით, ევროპის პოლიტიკურ ელიტაში იგი ვერ ხედავს მზაობას, რომ შეცდომები აღიარონ.

„საქმეც ისაა, რომ არ არის პოლიტიკური ნება, გამოვიდნენ და თქვან, რომ ამ წლებში იყო დაშვებული შეცდომები და ახლა ვიმკით ამას. გამოჩენილ ფინანსისტს, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის, რომელიც მანამდე ასევე იტალიის წარმატებული პრემიერი იყო, სთხოვეს და 2024 წელს ევროკავშირზე შესანიშნავი ანგარიში წარმოადგინა. იქ პუნქტებია, რა უნდა გაკეთდეს - რომ უნდა აღდგეს თავისუფალი კონკურენცია, შეწყდეს სტაგნაცია; რეგულაციები შემცირდეს; სოციალური შემწეობები, რომელიც ეკონომიკას კლავს და საშუალებას არ აძლევს, ესეც უნდა შეწყდეს და მინიმუმ, 800 მლრდ ევრო ყოველწლიურად უნდა იყოს ინვესტიცია ტექნოლოგიის განვითარებაში და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მამრაძემ.

მისივე თქმით, არ არის პოლიტიკური ნება და ევრობიუროკრატები თავის ფუნქციებს არ თმობენ, შესაბამისად, არის სტაგნაციაც.

„საუბედუროდ, ასეთი მანკიერი წრე შეიკრა. ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი გეოპოლიტიკური ჯუჯაა, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად, წყლის ბოთლებთან დაკავშირებით, ან რაიმე მსგავსი, მაგრამ გარღვევა და პრობლემების აღიარება არ ხდება“, - განაცხადა მამრაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 226 სტატია.

  • ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენBM.GE
  • ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ექვს თვეში 12 615 ქართველი გამოაძევესფორმულა
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ

დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა

პეტრე მამრაძე: ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებ

პეტრე მამრაძე: ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთან