მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა
„თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა

„თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა

იმედი|imedinews.ge

„თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა.

ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე შესრულდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი.

საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პრეზიდენტის მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, კულტურის მინისტრის მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან და თბილისის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.

„თბილისი პიანო ფესტის“ დაარსების დღიდან, დუდანა მაზმანიშვილთან ერთად, უშუალოდ ვიყავი ჩართული ამ ფესტივალის შექმნაში. მიხარია, რომ წლების განმავლობაში მისი მასშტაბი და მნიშვნელობა იზრდება. აღსანიშნავია, რომ ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტები კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს კლასიკურ მუსიკასთან ზიარების შესაძლებლობას. დუდანასა და მის გუნდს ვულოცავ ფესტივალის წარმატებით დასრულებას და მადლობას ვუხდი იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში შეაქვთ“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ფესტივალი წელს მეშვიდედ ჩატარდა. ორი კვირის განმავლობაში თბილისმა კლასიკური მუსიკის არაერთ გამორჩეულ ვარსკვლავს უმასპინძლა, მათ შორის: პოლ ლუისს, ციპრიენ კაცარისს, ალექსეი ვოლოდინს, ედიტ პენიას, კონსტანტინ ლიფშიცს, ნიკოლოზ ნამორაძეს, ანდრიუს ჟლაბისსა და სიმონ გრაიშს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება - ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრებარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეტვ პირველი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
თბილისში →

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი