მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში გამართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks), სადაც 15-მდე ინსტიტუციურ ინვესტორსა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს გააცნეს საერთაშორისო და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და მიმოიხილეს მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მაღალი ინტერესი და გამოშვების შედეგები. შეხვედრებზე, ასევე, განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე სამომავლო გამოშვებების შესაძლებლობები, ბოლო პერიოდში არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით.

შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ, ასევე, შეხვედრები გამართა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების S&P და Moody’s წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებული საკითხები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითებარუსთავი 2
  • ფინანსთა მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდაBM.GE
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →ბანკის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი