მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ცნობები ავიამზიდ Abraham Lincoln-ზე ცუდი პირობების შესახებ არასწორია
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ცნობები ავიამზიდ Abraham Lincoln-ზე ცუდი პირობების შესახებ არასწორია

პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ცნობები ავიამზიდ Abraham Lincoln-ზე ცუდი პირობების შესახებ არასწორია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებული მძიმე პირობების შესახებ გავრცელებული ცნობები „სრულიად არასწორად არის წარმოდგენილი“. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 000-კაციან ხომალდზე თვითმკვლელობის მცდელობების შემთხვევები იყო, რადგან ავიამზიდი ზღვაში 2025 წლის ნოემბრიდან იმყოფება.

ხომალდი ახლო აღმოსავლეთში იანვრიდან არის განლაგებული და ირანთან აშშ-ის ომის ფარგლებში ოპერაციებს უჭერს მხარს.

„ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყველა გემს, ყველა ეკიპაჟსა და ყველა კაპიტანს ნებისმიერ მომენტში ჰქონდეს ყველაფერი, რისი მიწოდებაც შეგვიძლია. ზოგიერთი მისია სხვებზე ხანგრძლივია და ამ მეზღვაურების მიმართ იმაზე მეტი პატივისცემა და მადლიერება მაქვს, ვიდრე ვინმე სხვის მიმართ. რასაც ისინი ღია ზღვაში, ასეთ რთულ პირობებში, პორტში შესვლის ნაკლები შესაძლებლობით აკეთებენ, წარმოუდგენელია“, - განუცხადა ჰეგსეტმა ჟურნალისტებს.

როგორც წესი, სამხედრო-საზღვაო ძალების მისიები ექვსიდან ცხრა თვემდე გრძელდება, თუმცა საომარი მოქმედებების დროს მათი გახანგრძლივება შესაძლებელია, წერს სააგენტო.

ხანგრძლივმა მისიებმა შესაძლოა ეკიპაჟების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს, განსაკუთრებით ომის დროს. ეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. მეზღვაურებს მუდმივად მაღალი დონის მზადყოფნისა და სიფხიზლის შენარჩუნება უწევთ, განსაკუთრებით ირანის მხრიდან დრონებისა და რაკეტების თავდასხმის საფრთხის პირობებში.

აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ რეგიონში ავიამზიდი USS George Washington მიემართება და მისი მიზანი USS Abraham Lincoln-ის ჩანაცვლებაა. მისი თქმით, ეს გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

იმედი

რევაზ სოხაძე: ქვეშეთი-კობის პროექტის მთავარი ბენეფიციარი მოსახლეობაა - ეს გზა შენდება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის

რევაზ სოხაძე: ქვეშეთი-კობის პროექტის მთავარი ბენეფიციარი მოსახლეობაა - ეს გზა შენდება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის

იმედი

რევაზ სოხაძე: პროფესიონალიზმი და ხარისხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, არამედ ინფორმაციის გაშუქების დროსაც

რევაზ სოხაძე: პროფესიონალიზმი და ხარისხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, არამედ ინფორმაციის გაშუქების დროსაც

იმედი

რევაზ სოხაძე: პრობლემა იქნებოდა, ზედამხედველი ხარვეზებს რომ არ აფიქსირებდეს ან მათზე რეაგირება არ ხდებოდეს

რევაზ სოხაძე: პრობლემა იქნებოდა, ზედამხედველი ხარვეზებს რომ არ აფიქსირებდეს ან მათზე რეაგირება არ ხდებოდეს

იმედი