მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პიტ ჰეგსეტმა ნატოს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა
პიტ ჰეგსეტმა ნატოს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა

პიტ ჰეგსეტმა ნატოს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატოს მოკავშირეები მწვავედ გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ევროპაში ამერიკული კონტინგენტის განლაგების საკითხს მომავალი 6 თვის განმავლობაში ხელახლა შეისწავლიან, თავად ალიანსს კი „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას, ჰეგსეტმა თავდაცვის მინისტრებს უთხრა, რომ ეს გეგმა ალიანსს „სწრაფად და შეუქცევადად წაიყვანს იქით, რომ წამყვანი როლი ევროპამ აიღოს“. მას არ უხსენებია, შემცირდება თუ არა ამის გამო ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ევროპაში, თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეები „უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ“.

„პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხზე მრავალი წელია და უკვე ორი ადმინისტრაციის განმავლობაში აბსოლუტურად მკაფიო პოზიციას აფიქსირებს“, - განაცხადა ჰეგსეტმა. „ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ნატო მხოლოდ „ქაღალდის ვეფხვი“ და ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა იყო. ეს ასე აღარ გაგრძელდება“.

მან მოუწოდა ალიანსს, ტრანსფორმირდეს „ნატო 3.0-ად, რომელიც დაეფუძნება ცივ ომში გამარჯვებულ ნატო 1.0-ის მოდელს“. ჰეგსეტმა დასძინა, რომ ალიანსის დამფუძნებლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ეიზენჰაუერი, „ყოველთვის მოელოდნენ“, რომ წამყვან როლს ევროპა აიღებდა საკუთარ თავზე. მისივე მტკიცებით, „ნატო 2.0-ის“ პერიოდში ორგანიზაციამ გეზი იცვალა და ყურადღება ისეთ თემებზე გადაიტანა, როგორიცაა „გენდერული თანასწორობა, კლიმატის ცვლილებები და თავდაცვის ხარჯების მკაცრი ეკონომია“.

ჰეგსეტის განცხადებით, ნატოში აშშ-ის შენატანების მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეასრულებენ თუ არა ალიანსის სხვა წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებულ საკუთარ ვალდებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ მოკავშირეები „ხარჯების გაზრდას არ იჩქარებენ“, აშშ საკუთარ კონტრიბუციას შეამცირებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი