
პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად
კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.
მისივე თქმით, სტაჟირება სახელმწიფო სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, წარჩინებული ახალგაზრდები აღმოაჩინონ.
„აღნიშნული სტაჟირება მოგვცემს საშუალებას, აღმოვაჩინოთ წარმატებული და წარჩინებული ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში შეიძლება, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დავასაქმოთ და ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის გამოვიყენოთ“, - აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge