მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ბელგიამ აშშ-ის ელჩი ჯანდაცვის მინისტრზე დაცინვის გამო დაიბარა
POLITICO: ბელგიამ აშშ-ის ელჩი ჯანდაცვის მინისტრზე დაცინვის გამო დაიბარა

POLITICO: ბელგიამ აშშ-ის ელჩი ჯანდაცვის მინისტრზე დაცინვის გამო დაიბარა

იმედი|imedinews.ge

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაითი მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც დიპლომატმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის ფრანკ ვანდენბრუკეს შესახებ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

„ვინ არის ბელგიის ყველაზე დიდი „ლუზერი“?“, - დაწერა ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა ელჩმა სოციალურ ქსელში და თან დაურთო ვანდენბრუკეს ხელოვნური ინტელექტის მიერ, სავარაუდოდ, გენერირებული ფოტო სიგარის კოლოფზე.

სავარაუდოდ, პოსტი ბელგიელი მინისტრის ინიციატივას დასცინის, რომელიც ალკოჰოლის რეკლამებში ჯანმრთელობის შესახებ გამაფრთხილებელი ტექსტის შეცვლას ითვალისწინებს. სიგარის კოლოფზე დატანილ წარწერაში ნათქვამია: „აზიანებს ცხოვრების ყოველგვარ სიხარულს“.

„მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდეს“, - განაცხადა პრევომ POLITICO-თან საუბრისას.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარეს. ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ბელგიელი ლუდის მწარმოებლების სავაჭრო ასოციაცია აწარმოებს კამპანიას ვანდენბრუკეს მიერ მარტში ინიციირებული კანონის წინააღმდეგ. კანონპროექტი ალკოჰოლური სასმელების რეკლამებში ჯანმრთელობის შესახებ გამაფრთხილებელი ტექსტის შეცვლას ითვალისწინებს.

კერძოდ, მოქმედი ფრაზა „ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ჯანმრთელობას აზიანებს“ უნდა შეიცვალოს ფორმულირებით: „ალკოჰოლი ჯანმრთელობას აზიანებს“.

უაითი ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მანამდეც, თებერვალში დაიბარეს. მაშინ მან ბრიუსელი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა ანტვერპენში სამი ებრაელის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო. ისინი ეჭვმიტანილი იყვნენ წინადაცვეთის პროცედურების შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაციის გარეშე ჩატარებაში.

უაითმა გამოძიებას „სასაცილო“ უწოდა და ვანდენბრუკეს ჩარევისკენ მოუწოდა, რასაც ბელგიის მთავრობის მხრიდან ელჩის მიმართ ბრალდებები მოჰყვა ქვეყნის შიდა და სასამართლო საქმეებში ჩარევის შესახებ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ელჩი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • შვეიცარიის ახალი ელჩი საქართველოში ფაბიენ ვასერმანიაBM.GE
  • კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდაფორმულა
  • რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვიატვ პირველი
  • გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავსნეტგაზეთი
ელჩი →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

იმედი

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

იმედი

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

იმედი