მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროკავშირი ისრაელის „არალეგალური დასახლებებიდან“ იმპორტზე ტარიფების დაწესებას განიხილავს
POLITICO: ევროკავშირი ისრაელის „არალეგალური დასახლებებიდან“ იმპორტზე ტარიფების დაწესებას განიხილავს

POLITICO: ევროკავშირი ისრაელის „არალეგალური დასახლებებიდან“ იმპორტზე ტარიფების დაწესებას განიხილავს

იმედი|imedinews.ge

ევროკომისია გამოდის წინადადებით, დაწესდეს მკაცრი ზომები დასავლეთ სანაპიროზე მდებარე „არალეგალური ისრაელური დასახლებებიდან“ იმპორტის შესამცირებლად. ეს წინადადება იმ ვარიანტთა ნაწილია, რომლებიც ამ კვირაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს წარუდგინეს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელსაც გამოცემა POLITICO გაეცნო, ნათქვამია, რომ „აღსრულების მექანიზმების გამკაცრებამ შესაძლოა შეამციროს არსებული წესების დარღვევით ევროკავშირში შემოსული იმპორტი დასახლებებიდან, ისე, რომ არ გახდეს საჭირო ევროკავშირის ახალი საკანონმდებლო ინსტრუმენტების მიღება“.

განსახილველ იდეებს შორის არის იმპორტის ლიცენზირების სისტემა, რომლის მიხედვითაც, არალეგალური დასახლებებიდან საქონლის ევროკავშირში ექსპორტისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო, დასახლებებიდან შემოსულ საქონელზე ტარიფების დაწესება, ან არალეგალური დასახლებებიდან იმპორტის სრული აკრძალვა.

ეს დოკუმენტი ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, კაია კალასის თხოვნით მომზადდა, რაც გასულ თვეში ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას მოჰყვა. ევროკომისიას უკვე წარდგენილი აქვს წინადადებები „ექსტრემისტ“ ისრაელელ მინისტრებზე შესაძლო სავაჭრო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების შესახებ, თუმცა მათ ჯერჯერობით ვერ მოიპოვეს წევრი ქვეყნების მხრიდან საჭირო მხარდაჭერა.

მართალია, თეორიულად დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ისრაელის დასახლებებიდან შემოსული საქონელი ევროკავშირთან არსებული საპრეფერენციო სავაჭრო შეთანხმებების მიღმაა, მაგრამ დედაქალაქებში უკვე გამოითქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ამ საქონელმა ამ შეღავათებით მაინც ისარგებლოს, რადგან მისი სათანადო მარკირება ან მონიტორინგი არ ხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენის პროცესს იწყებსBM.GE
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
  • ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამსრუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი