მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროკომისიის შენობაში კონდიცირების სისტემა სიცხის ტალღის გამო გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ზედა სართულებს, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა კომისრების კაბინეტებია განთავსებული
POLITICO: ევროკომისიის შენობაში კონდიცირების სისტემა სიცხის ტალღის გამო გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ზედა სართულებს, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა კომისრების კაბინეტებია განთავსებული

POLITICO: ევროკომისიის შენობაში კონდიცირების სისტემა სიცხის ტალღის გამო გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ზედა სართულებს, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა კომისრების კაბინეტებია განთავსებული

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში გუშინ კონდიცირების სისტემა დროებით გათიშეს, რაც ევროპაში გავრცელებულ სიცხის ტალღას უკავშირდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანამშრომლებმა შენობაში დღის შუა პერიოდში შეტყობინება მიიღეს, რომელშიც ეწერა: „გადაუდებელი: ექსტრემალური ამინდის პირობების გამო, 1 - 7 სართულებზე ჰაერის გაგრილების სისტემა დღის ბოლომდე ითიშება“.

13-სართულიან შენობაში მუშაობენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მისი 26 კომისარი და დაახლოებით 3 000 თანამშრომელი.

როგორც გამოცემა წერს, ბელგიასა და ევროპის დიდ ნაწილში ბოლო ერთი კვირაა რეკორდული სიცხეები ფიქსირდება. ევროკომისიამ თანამშრომლებს რეკომენდაციები მისცა, მათ შორის დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში გარეთ გასვლის თავიდან აცილება, წყლის რეგულარული მიღება და სამუშაო დღის ადრე დაწყება.

თუმცა, ნაწილი თანამშრომლების განცხადებით, შენობებში, სადაც კონდიცირება არ მუშაობს, სამუშაო პირობები გაუარესებულია. ზოგიერთი თანამშრომელი სიტუაციას „ფეოდალიზმს“ უწოდებს, რადგან მათი თქმით, მაღალი სართულები, სადაც კომისრები მუშაობენ, კონდიცირებით უზრუნველყოფილია, ქვედა სართულებზე კი მდგომარეობა რთულია.

ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, მიუხედავად კონდიცირების მუშაობისა, ტემპერატურა შენობაში მაინც 25.7 გრადუსს აღწევს.

სიცხის ტალღამ ევროპაში კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი კონდიცირების სისტემების ნაკლებობის შესახებ. კონტინენტზე შინამეურნეობების მხოლოდ დაახლოებით მეხუთედს აქვს კონდიციონერი, ხოლო ბელგიაში მატარებლების დაახლოებით მეხუთედი არ არის აღჭურვილი გაგრილების სისტემით, რის გამოც რკინიგზამ პიკური საათების რეისების ნაწილი გააუქმა.

ამასთან, ევროპარლამენტიც განიცდის ენერგომომარაგების პრობლემებს, რაც გამოწვეულია გაგრილების სისტემების გაზრდილი დატვირთვით, წერს POLITICO.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი