მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ნატოს შიდა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპის კრიტიკის კვალდაკვალ, ამერიკულ საზოგადოებაში ნატოს მიმართ ნდობა მცირდება
POLITICO: ნატოს შიდა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპის კრიტიკის კვალდაკვალ, ამერიკულ საზოგადოებაში ნატოს მიმართ ნდობა მცირდება

POLITICO: ნატოს შიდა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპის კრიტიკის კვალდაკვალ, ამერიკულ საზოგადოებაში ნატოს მიმართ ნდობა მცირდება

იმედი|imedinews.ge

POLITICO-ს მიერ მოპოვებული ნატოს შიდა გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე ნაკლებს სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატო მათ მხარში დაუდგება.

ეს მონაცემები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედრო ალიანსი არაერთხელ გააკრიტიკა.

მონაცემების თანახმად, კითხვაზე, შეასრულებს თუ არა ნატო თავის პირობას და დაეხმარება თუ არა მათ ქვეყანას თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 43%-მა უპასუხა დადებითად. ეს ნატოს 32 მოკავშირეს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მაშინ როცა ალიანსის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი 57%-ს შეადგენს.

„ეს შესაძლოა იყოს ტრამპის რიტორიკაზე რეაქცია, რომლითაც ის ეჭვქვეშ აყენებს ნატოს მე-5 მუხლის კოლექტიური თავდაცვის პრინციპს“, - განაცხადა გერლინდ ნიჰუსმა, უსაფრთხოების სფეროში ექსპერტმა და ნატოს ყოფილმა თანამშრომელმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მოსახლეობაში დამკვიდრებული ეს ნარატივი არის „ამ ვარდნის ლოგიკური ახსნა“.

ტრამპი მწვავედ აკრიტიკებდა ნატოს იმ წევრებს, რომლებიც ირანში ამერიკის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერისგან თავს იკავებდნენ. იგი მუდმივად იმუქრებოდა საპასუხო ზომებით, ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და ამტკიცებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოები მათ არ დაეხმარებოდნენ.

გასულ კვირას, ნატოს ლიდერების ანკარაში დაგეგმილი სამიტის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ალიანსის კრიტიკა კიდევ უფრო გაამძაფრა.

„სასაცილოა, რომ აშშ აგრძელებს ამ ცალმხრივ გზას მაშინ, როდესაც ურთიერთობა ორმხრივი არ არის“, - დაწერა მან პარასკევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ტრამპი ირლანდიაში ჩავიდაფორმულა
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპის →შედეგები →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი