მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის დრონების ჩამოგდების უფლებამოსილების გაფართოებას გეგმავენ
POLITICO: ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის დრონების ჩამოგდების უფლებამოსილების გაფართოებას გეგმავენ

POLITICO: ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის დრონების ჩამოგდების უფლებამოსილების გაფართოებას გეგმავენ

იმედი|imedinews.ge

ნატოს წევრი სახელმწიფოები ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის ალექსუს გრინკევიჩისთვის დრონების ჩამოგდების მიმართულებით უფრო ფართო უფლებამოსილების მინიჭებას აპირებენ. ინფორმაციას POLITICO ორ ნატოელ დიპლომატზე და ალიანსის ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნატოს ქვეყნებს ბოლო პერიოდში მზარდი საჰაერო საფრთხეების ფონზე არაერთი გამოწვევის წინაშე უწევთ გამკლავება. მათ შორისაა დრონების ჯგუფების შეჭრა პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში, ესტონეთში საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები და ლატვიის თავზე დაფიქსირებული საეჭვო დრონები. აღნიშნულმა ინციდენტებმა როგორც მატერიალური ზიანი და ადამიანების დაშავება, ასევე აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში დაძაბულობა გამოიწვია.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოკავშირეები, სავარაუდოდ, 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილ ლიდერთა სამიტამდე ახალ წინადადებას დაამტკიცებენ. დიპლომატებისა და ოფიციალური პირის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ნატოს ევროპაში გაერთიანებული ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის გენერალ ალექსუს გრინკევიჩს, მსგავსი საფრთხეების საპასუხოდ უფრო ფართო შესაძლებლობებს მისცემს.

ამჟამად ნატოს წევრი ქვეყნები თავად განსაზღვრავენ, თუ როგორ და სად შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტული ეროვნული შეიარაღება. ახალი ინიციატივის მიხედვით კი, გრინკევიჩს მეტი მოქნილობა ექნება ალიანსის მასშტაბით სამხედრო რესურსების გადაადგილებისა და სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის დონის განსაზღვრის საკითხებში, ფორმალური თანხმობის მიღების გარეშე.

წინადადება ასევე ითვალისწინებს ნატოს ბალისტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემების ოფიციალურად ინტეგრირებას აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებსა და სხვა რეგიონებში მოქმედ გამანადგურებელი ავიაციის საჰაერო პატრულირების მისიებში, რის შედეგადაც ეს სისტემები საჰაერო თავდაცვის ამოცანებზე გადაერთვება.

ნატოს ზოგიერთი მოკავშირე დიდი ხანია მიუთითებს, რომ ე.წ. ეროვნული შეზღუდვები ალიანსის ფარგლებში განსხვავებული წესების ფრაგმენტულ სისტემას ქმნის და გრინკევიჩის შესაძლებლობას ზღუდავს, სწრაფად გაანეიტრალოს საჰაერო საფრთხეები.

ნატოს ოფიციალური პირის განცხადებით, ქვეყნები აღნიშნული შეზღუდვების მოხსნის საკითხს სულ მცირე გასული წლის ოქტომბრიდან განიხილავენ. დისკუსიას დამატებითი იმპულსი მისცა მიმდინარე წლის დასაწყისში ირანის მიერ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებამ, რამაც ალიანსის მასშტაბით ერთიანი მიდგომის შემუშავების აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

„როდესაც დრონი რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეში შედის, სახელმწიფოები ყოველთვის ნატოს მიმართავენ,“ – განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მისი თქმით, ნატოს ასევე სჭირდება, რომ წევრმა ქვეყნებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ და არსებული შეზღუდვები შეამსუბუქონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხედრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • გვიან ღამით აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმები განახორციელაBM.GE
  • ტრამპი ირანს მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების განახლებით ემუქრებაფორმულა
  • აზოვსა და ტაგანროგში დრონებმა ნავთობბაზებს, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალს დაარტყესტვ პირველი
  • ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდებარუსთავი 2
სამხედრო →წევრი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი