მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საექსპორტო დერეფანს კეტავს
POLITICO: რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საექსპორტო დერეფანს კეტავს

POLITICO: რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საექსპორტო დერეფანს კეტავს

იმედი|imedinews.ge

რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინული პორტებისკენ მიმავალი სამოქალაქო სატვირთო გემების წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა კიევის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საექსპორტო დერეფნის მუშაობა სერიოზულად შეაფერხა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთხშაბათს, 2023 წელს დერეფნის ამოქმედების შემდეგ პირველად, ოდესის ოლქის სამივე პორტში არცერთი გემი არ შესულა.

„რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას მძევლად აქცევს. დღეს მოსავლის აღების პიკურ პერიოდში უკრაინის შავი ზღვის საზღვაო დერეფანში არცერთ გემს არ გაუვლია. ეს მიზანმიმართული ეკონომიკური და ჰუმანიტარული ტერორია“, - ციტირებს გამოცემა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას.

სიბიგას თქმით, „როგორც ირანი თავს ესხმოდა ჰორმუზის სრუტეში ენერგეტიკულ მარშრუტებს, ახლა რუსეთი შავ ზღვაში გლობალურ სასურსათო ბაზრებს უტევს. თუ ეს ტერორი გაგრძელდება, აფრიკაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში მილიონობით ოჯახი ფასების ზრდისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“.

თავდასხმების გამო დანიურმა საზღვაო გადაზიდვების გიგანტმა Maersk-მა ამ კვირაში ოდესის ოლქში მდებარე ჩორნომორსკის თევზსაჭერი პორტიდან ოპერაციები შეაჩერა და ტვირთების გადამისამართება რუმინეთის კონსტანცის პორტში დაიწყო.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფას კვლავაც შეძლებს, თუმცა გემების მფლობელებმა გაზრდილი საფრთხის გამო მოძრაობის შეჩერება გადაწყვიტეს.

შავი ზღვისა და ბალტიის სტრატეგიული კვლევების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის ანდრეი კლიმენკოს განცხადებით, ადრე თავდასხმების სამიზნე ძირითადად უკვე ნავსადგურში მდგომი გემები ხდებოდნენ, ახლა კი ვითარება შეიცვალა.

„გემების მფლობელებმა ოპერაციები შეაჩერეს, რადგან სურთ, ნახონ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა ახალ გამოსავალს შესთავაზებს უკრაინა“, - განუცხადა კლიმენკომ POLITICO-ს.

რუსეთის ქმედებების გამო უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს 27 ივლისს საგანგებო სხდომის გამართვა სთხოვა და ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, მოსკოვს შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვოს.

იერიშები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უკრაინამ აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობმზიდ ტანკერებზე წარმატებული დარტყმები განახორციელა, რის გამოც რუსეთს თვის დასაწყისში ნავთობის ექსპორტის დროებით შეჩერება მოუწია, წერს გამოცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 267 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ვიტკოფი და კუშნერი რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად გაემგზავრებიან - ტრამპიBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

იმედი

ივანე აბაშიძე: საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მთავარი საკითხი იქნება

ზურაბ პატარაძე: ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი