მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს
რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

ტვ პირველი31 აგვისტო, 2026, 11:31|tvpirveli.ge

რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს მოსამართლისთვის? - უკრაინის მოქალაქეს დაახლოებით საათ-ნახევარში თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

პროკურატურა ახალგაზრდა ქალისთვის პატიმრობას მოითხოვს. გამოძიება მას განსაცდელში მიტოვებას ედავება - გამოძიების ვერსიით, ქალმა აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა მძიმე მდგომარეობაში დატოვა და მის დასახმარებლად შესაბამის სამსახურებს არ მიმართა.

ამ ფონზე, ბუავას ოჯახის ინტერესების დამცველები უნდობლობას უცხადებენ გამოძიებისა და ექსპერტიზის ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ბლოგერის გარდაცვალება ნარკოტიკული ნივთიერებისა და ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.

ადვოკატები საქმის მასალების სრულად გასაჯაროებას და, მათ შორის, არსებული ვიდეოჩანაწერის სრული ვერსიის გადაცემას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ჩანაწერმა შესაძლოა პასუხი გასცეს კითხვებს, რა მოხდა ბუავას გარდაცვალებამდე და იყვნენ თუ არა შემთხვევის ადგილზე სხვა პირებიც.

შევხვდით გამომძიებელს, დავაყენეთ შუამდგომლობა იმ საქმის მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია დაზარალებულის ინტერესების დასაცავად. თუმცა, გამოძიება ამ ეტაპზე არ გადმოგვცემს საქმის მასალებს იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში, ჯერჯერობით, გარდაცვლილი დაურ ბუავა არ არის დაზარალებულად ცნობილი, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული მისი უფლებამონაცვლე. ამ ვიდეოებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით ჯერ ეს ვიდეოები დაჭრილი ხომ არ არის, მონტაჟის კვალი ხომ არ აქვს, ჩვენ სრულად ეს ვიდეოები არ გვინახავს. შესაბამისად, ფრაგმენტული სახით ამოჭრილ ვიდეოებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ეს შუამდგომლობაც დავაყენეთ და რომელი მუხლით უნდა განისაზღვროს კვალიფიკაცია, ეს უკვე გამოძიებამ დაადგინოს მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, - ამბობს ადვოკატი.

დაურ ბუავას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროში რჩება. საქმეზე სულ 3 პირია დაკავებული.

გამორიცხული არ არის, ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • დაურ ბუავას საქმესთან დაკავშირებით, უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს - რა ჩანს პროკურატურის გასაჯაროებულ კადრებშირუსთავი 2
  • რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიშებით იმუქრებაBM.GE
  • საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ხვალიდან 60+ პირებისთვის ₾500-ზე მეტი კრიპტო, აზარტული და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ხვალიდან 60+ პირებისთვის ₾500-ზე მეტი კრიპტო, აზარტული და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ტვ პირველი

პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე: ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ

პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე: ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ

ტვ პირველი

"ნაციონალური მოძრაობა" თორნიკე რიჟვაძის საქმეზე მამუკა მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" თორნიკე რიჟვაძის საქმეზე მამუკა მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

ტვ პირველი

"გამოიძიეთ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმე" - აქცია პროკურატურასთან

"გამოიძიეთ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმე" - აქცია პროკურატურასთან

ტვ პირველი