მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის წნეხის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს
POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის წნეხის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს

POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის წნეხის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთმა ევროკავშირის ქვეყნებს სტრატეგიული რეზერვებიდან 50 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 50 მილიონი ბარელი დიზელის საწვავის გათავისუფლება შესთავაზა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინიციატივა მას შემდეგ გახმაურდა, რაც აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს საწვავის ფასების შესამცირებლად ნავთობისა და დიზელის მარაგების გამოყენებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საწვავის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვით დაემუქრა.

ორი ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, წინადადება პარასკევს, ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრაზე წამოაყენეს. მათი თქმით, საკითხი ამ ეტაპზე ტექნიკურ შეფასებას გადის.

საფრანგეთის შეთავაზება ვაშინგტონის მხრიდან გაძლიერებულ წნეხს მოჰყვა. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა სამი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგებიდან 120 მილიონი ბარელი გამოათავისუფლონ, რათა დიზელის გაძვირება შეაკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.

ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, საფრანგეთის შეთავაზება ასევე პასუხია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ მოთხოვნაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებდა, 100 მილიონი ბარელი საწვავი გაეთავისუფლებინა, მათ შორის მთელი მოცულობა დიზელი უნდა ყოფილიყო.

გერმანია, თავის მხრივ, რეზერვების გათავისუფლებას ჯერჯერობით არ ეთანხმება.

„გერმანიას და სხვა ქვეყნებს არ სურთ, რომ ისინი გამოიყენონ. მათ სურთ მარაგების გათავისუფლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიწოდების რეალური უსაფრთხოების პრობლემა არსებობს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთსა და გერმანიას ევროპაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი სტრატეგიული მარაგები აქვთ.

მეორე ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, საფრანგეთი მზად არის, აშშ-ის მოთხოვნას შეუერთდეს და „ცხადია, ევროკავშირი რაღაცას გააკეთებს, თუკი საერთო გადაწყვეტილებაზე შეთანხმებას შეძლებს“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რეზერვები ევროკავშირის მასშტაბით ერთობლივად გათავისუფლდება თუ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ამის მიზეზად მან ვაშინგტონის მიერ სხვადასხვა ევროპული ქვეყნისთვის განსხვავებული მოთხოვნების წაყენება დაასახელა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენBM.GE
  • ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ექვს თვეში 12 615 ქართველი გამოაძევესფორმულა
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის

იმედი

რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეს არის მარტივი მათემატიკა, კვლევითი მეცნიერების ლოგიკა და შესაბამისად, უტყუარი ფაქტი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: სრული მხარდაჭერა პოლიციელებსა და ჟანდარმებს, რომლებიც უაღრესად რთულ პირობებში ასრულებენ მოვალეობას - როდესაც ისინი ჩემი მითითებების შესაბამისად ძალას იყენებენ, მათ წინაშე არა მშვიდობიანი მომიტინგეები, არამედ ამბოხებულები დგანან

ალუდა ღუდუშაური: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია