მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო
POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო

POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ჯონ ჰილის ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ სტარმერმა განაცხადა, რომ ჯარის გასაძლიერებლად რიგი მკაცრი ზომები მიიღო: გასულ წელს უცხო ქვეყნების დახმარება შეამცირა, ხოლო უკანასკნელ კვირებში სამთავრობო უწყებების დაფინანსების შემცირებას ცდილობს, რათა თავდაცვაში ინვესტიციების გეგმაზე მუშაობა დაასრულოს.

სტარმერმა აგრეთვე დასძინა, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი დენ ჯარვისი გეგმაში გარკვევას ახლა იწყებს და უნდა გადაწყვიტოს, რაზე დახარჯოს გამოთავისუფლებული სახსრები.

აღნიშნული გარემოება, როგორც POLITICO წერს, მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი დასრულებული არ არის და უკვე გამოყოფილი 13,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გარდა ბრიტანეთის პრემიერმა ახალი სახსრების მოძიება ვერ მოახერხა.

გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ სტარმერი „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ორჯერ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, თუმცა ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე მას უარი უთხრეს. ბრიტანეთის პრემიერი აგრეთვე არ იმყოფებოდა ტრამპის, ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე, რომელიც ცალკე გაიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი