მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის მუქარა ევროპელ გადამზიდავებს და მომხმარებლებს რისკებს უქმნის
POLITICO: ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის მუქარა ევროპელ გადამზიდავებს და მომხმარებლებს რისკებს უქმნის

POLITICO: ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის მუქარა ევროპელ გადამზიდავებს და მომხმარებლებს რისკებს უქმნის

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარამ, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა დიზელის ექსპორტი შეაჩეროს, ევროპაში სატვირთო გადამზიდავებისთვის საწვავის ხარჯების კიდევ უფრო გაზრდის, ხოლო მომხმარებლებისთვის საქონლის გაძვირების საფრთხე შექმნა. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის დიზელის ექსპორტზე აკრძალვის დაწესებას კვლავ „განიხილავს“. მისი ადმინისტრაცია ქვეყანაში საწვავის რეკორდულად მაღალი ფასების შემცირებას ცდილობს. ამასთან, თეთრი სახლი ამოწმებს, შეუძლიათ თუ არა ევროპის ქვეყნებს დიზელის სტრატეგიული მარაგების ნაწილის ბაზარზე გამოტანა, რათა ფასებზე ზეწოლა შემცირდეს.

დიზელის გაძვირებას ევროპის მასშტაბით ჯაჭვური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

„თაროზე დალაგებული ყველა [პროდუქტი] გაძვირდება“, - განაცხადა იტალიური სატვირთო გადაზიდვების ფედერაციის Confetra-ს ევროპულ საკითხთა ხელმძღვანელმა კრისტინა სკარფიამ.

ევროპა ამერიკულ დიზელზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა მას შემდეგ, რაც ომმა, საზღვაო გადაზიდვების შეფერხებამ და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობაში პრობლემებმა ახლო აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან საწვავის მიწოდება მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ დამოკიდებულების გამო ევროპის სატვირთო გადამზიდავები ახლა დამატებითი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით იმ ინდუსტრიაში, სადაც მოგების მარჟა ისედაც მცირეა და კომპანიებს ახალი შოკის საკუთარ თავზე აღების შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ, წერს გამოცემა.

„მცირე და საშუალო ზომის კომპანიების გაკოტრების ძალიან დიდი რისკი არსებობს“, - განაცხადა სკარფიამ. მისი თქმით, მსხვილ კომპანიებს გადარჩენის მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რადგან მათ შეუძლიათ მომსახურების საფასურის გაზრდით გაზრდილი ხარჯების მომხმარებელზე გადატანა.

საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის მონაცემებით, ევროკავშირში დიზელის საშუალო ფასი 17 სექტემბერს ლიტრზე 2,26 ევროს შეადგენდა, რაც თებერვლის ბოლოსთან შედარებით 38%-ით მეტია. ეს ახალი რეკორდული მაჩვენებელია და აღემატება 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ განვითარებული ენერგოკრიზისის დროს დაფიქსირებულ წინა რეკორდს.

Confetra-ს შეფასებით, აშშ-ის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვამ ევროკავშირში საწვავის ფასი შესაძლოა ლიტრზე 3 ევროზე მეტად გაზარდოს, განაცხადა სკარფიამ.

POLITICO-ს ცნობით, ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომისა და ჰორმუზის სრუტეში საწვავის გადაზიდვების შეფერხების ფონზე ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტის შემცირებამ ევროპა საწვავის თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადა აშშ-ზე.

საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის მონაცემებით, ამერიკული დიზელი ახლა ევროპის საზღვაო გზით შემოტანილი დიზელის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. თუ ვაშინგტონი ექსპორტს აკრძალავს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სექტორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია, 22 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის ტრამპთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებსBM.GE
  • ტრამპი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, ეს აბსურდული ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესრუსთავი 2
  • თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის - ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული

პენიტენციური სამსახური: პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას

გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

იმედი

შალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნებადა ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაში