მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ტრამპმა ნატო მწვავედ გააკრიტიკა, ალიანსის სამიტზე არსებული პოზიტიური განწყობა დაარღვია და მოკავშირეებს შეახსენა, რომ თავის პრეტენზიებზე უარის თქმას არ აპირებს
POLITICO: ტრამპმა ნატო მწვავედ გააკრიტიკა, ალიანსის სამიტზე არსებული პოზიტიური განწყობა დაარღვია და მოკავშირეებს შეახსენა, რომ თავის პრეტენზიებზე უარის თქმას არ აპირებს

POLITICO: ტრამპმა ნატო მწვავედ გააკრიტიკა, ალიანსის სამიტზე არსებული პოზიტიური განწყობა დაარღვია და მოკავშირეებს შეახსენა, რომ თავის პრეტენზიებზე უარის თქმას არ აპირებს

იმედი|imedinews.ge

დონალდ ტრამპმა სამშაბათს ნატო მწვავედ გააკრიტიკა, ალიანსის სამიტზე არსებული პოზიტიური განწყობა დაარღვია და მოკავშირეებს შეახსენა, რომ თავის პრეტენზიებზე უარის თქმას არ აპირებს, - წერს გამოცემა POLITICO.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ნატოსთან დაკავშირებული თავისი არაერთი პრეტენზია გაიმეორა - მათ შორის ალიანსის სურვილის არარსებობა, შეუერთდნენ აშშ-სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ ომში - მან მაინც შეაქო მასპინძელი ქვეყანა, თურქეთი, და კვლავ გააჩინა მოლოდინი, რომ ანკარა შეძლებს ვაშინგტონისგან თანამედროვე ავიაგამანადგურებლების შეძენას.

ანკარაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია ნატოთი“ და კვლავ გააკრიტიკა ალიანსი იმის გამო, რომ სათანადოდ არ აფასებენ ამერიკის გულუხვობას.

„რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, მაშინ როცა ისინი ჩვენ გვერდით არ არიან?“ - განაცხადა ტრამპმა. „ჩვენ კი ყოველთვის მათ გვერდით ვიყავით“.

თურქეთის დედაქალაქში შეკრებილმა ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა იმედი გამოთქვეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტს კარგ ხასიათზე შეხვდებოდა. ღონისძიებამდე რამდენიმე კვირით ადრე მათ საჯაროდ გაახმოვანეს თავდაცვის ხარჯების ზრდის ვალდებულებები და ამერიკული იარაღის შეძენის გეგმები. თუმცა ტრამპმა მათი ეს იმედები გაანადგურა: მან კიდევ ერთხელ დაადასტურა გრენლანდიის „დაუფლების“ სურვილი და სხვა კრიტიკულ შენიშვნებთან ერთად, ევროპა ენერგეტიკული და საიმიგრაციო პოლიტიკის გამოც გააკრიტიკა.

ოთხშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები „ჩვენზე არ მოქმედებს“ - რაც მეტად საგანგაშო განცხადებაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ტრამპი ირლანდიაში ჩავიდაფორმულა
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპის →სამიტზე →

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი