მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება
POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება

POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება

იმედი|imedinews.ge

თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ამ შეკრებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიების საბაბად იყენებს, - წერს გამოცემა POLITICO.

სამშაბათს თურქეთის პოლიციამ 225 ადამიანი დააკავა, მათ შორის აკადემიკოსები, მასწავლებლები და აქტივისტები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ისეთ დაჯგუფებებთან კავშირში, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ - მათ შორის არის 79 წლის გარემოსდაცვითი აქტივისტი.

ხელისუფლებამ ასევე აკრძალა საჯარო შეკრებები, გამოცდები, პრესკონფერენციები და პლაკატების გაკვრა კვირიდან დაწყებული - დედაქალაქში მობილიზებულია 40 000 პოლიციელი.

ამავდროულად, როგორც საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის (IPI) ეროვნული კომიტეტის წევრმა და ჟურნალისტმა ურაზ კასპარმა განაცხადა, ათობით დამოუკიდებელ თურქ ჟურნალისტს 7-8 ივლისს დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე აკრედიტაციაზე უარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს.

აკრედიტაციაზე უარი მიიღეს იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმაც, რომლებიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი.

ნატოს პრესსპიკერმა, ელისონ ჰარტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ალიანსი „ეყრდნობა მასპინძელი ქვეყნის მიერ მიწოდებულ შეფასებებს საკუთარი ქვეყნის ჟურნალისტებთან დაკავშირებით“. მისი თქმით, ნატო „აკრედიტაციის საკითხზე თურქეთის ხელისუფლებასთან კონტაქტშია“ და დასძინა: „ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს შესაძლებლობა, პირადად დაესწროს მნიშვნელოვან ღონისძიებებს“.

თუმცა, სამოქალაქო აქტივისტები ალიანსს პასუხისმგებლობის არიდებაში ადანაშაულებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ნატო ეყრდნობა მასპინძელი ქვეყნის შეფასებებს, ეს ალიანსს არ ათავისუფლებს საკუთარი სტანდარტების დაცვის ვალდებულებისგან“, - განაცხადა კასპარმა. - „თითოეული ჟურნალისტი, რომელსაც უარი ეთქვა, იმსახურებს მკაფიო, კონკრეტულ და გამჭვირვალე მიზეზს ამ უარის შესახებ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →სამიტზე →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი