მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: უკრაინა იტალიის მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა
POLITICO: უკრაინა იტალიის მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა

POLITICO: უკრაინა იტალიის მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა

იმედი|imedinews.ge

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მემარცხენე „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ჯუზეპე კონტემ მიმდინარე კვირას პოლიტიკური დებატები გააჩაღა. მან ეჭვქვეშ დააყენა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი გაიმარჯვებს, იუწყება POLITICO.

კონტეს განცხადებამ მემარცხენე ბანაკში უკრაინის საკითხზე არსებული ღრმა უთანხმოება გამოავლინა. მომავალი წლის არჩევნებისთვის მზადების ფონზე, POLITICO-ს გამოკითხვის მიხედვით, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული“ პარტია რეიტინგებით თითქმის უთანაბრდებიან პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით მოქმედ მემარჯვენე კოალიციას. ამასთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიაში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ფართო მხარდაჭერით არ სარგებლობს.

La Stampa-თვის მიცემულ ინტერვიუში კონტემ განაცხადა, რომ მისი პარტია თავდაპირველად მხარს უჭერდა კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, რადგან „რუსეთთან აშკარა სამხედრო დისბალანსი არსებობდა“. თუმცა, მისი თქმით, ახლა, როდესაც უკრაინას „კარგად აღჭურვილი სამხედრო არსენალი აქვს“, პარტია კვლავ თავს შეიკავებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების მხარდაჭერისგან და ყურადღებას მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაიტანს.

კონტეს განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ მემარცხენე ამომრჩევლების პრაიმერიზის შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული. სწორედ ამ პროცესში უნდა გადაწყდეს, ვინ უხელმძღვანელებს მემარცხენე კოალიციას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში.

„ამ საკითხს პრაიმერიზით გადავწყვეტთ. გადაწყვეტილებას იტალიელები მიიღებენ“, - განაცხადა მან.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი მიზანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებაა.

„პუტინს მოლაპარაკება არ სურს? მაინც დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს“, - აღნიშნა კონტემ და დასძინა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის ინტერესებს უნდა იცავდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 216 სტატია.

  • EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავსფორმულა
  • აშშ-მა უკრაინისთვის $2 მილიარდზე მეტის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაBM.GE
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →საკითხი →

მსგავსი სტატიები

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე