მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირის ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდაBM.GE
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →მომხდარი →

მსგავსი სტატიები

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

იმედი

ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

იმედი

რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

იმედი

თელავში ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

თელავში ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

იმედი