მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი აცხადებს, რომ ის დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს - ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მოსვლამდე სანიმუშო იყო
პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი აცხადებს, რომ ის დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს - ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მოსვლამდე სანიმუშო იყო

პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი აცხადებს, რომ ის დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს - ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მოსვლამდე სანიმუშო იყო

იმედი|imedinews.ge

პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და მის ქმედებებს კომუნისტურს უწოდებს.

ტარჩინსკი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის პოდკასტში აცხადებს, რომ 16 მაისს ლონდონში დაგეგმილ მსვლელობაზე დასწრება სურდა, თუმცა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ტარჩინსკის თქმით, იგი კირ სტარმერის მხრიდან მისი მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება.

„გაოგნებული ვიყავი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ევროპარლამენტის მოქმედ, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს დაბლოკავდა, მით უმეტეს დიდი ბრიტანეთი. ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მოსვლამდე სანიმუშო იყო. როცა ევროპარლამენტის დემოკრატიულად არჩეულ დეპუტატს დიდ ბრიტანეთში ვიზიტს უკრძალავენ, ეს კვლავ დემოკრატიად ითვლება?! მე ამის გამო ვუწოდებ მას კომუნისტს, რადგან ეს კომუნისტური პრაქტიკაა და არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. მან დამბლოკა, ვინაიდან არ მოსწონს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები. ეს კი დემოკრატია არაა. მას არ აქვს უფლება მე, მემარჯვენე აგიტატორი და სიძულვილის გამავრცელებელი მიწოდოს. ამით მე, ჩემს სახელს და ქვეყანას ზიანი მოგვადგა და აუცილებლად წავალ სასამართლოში“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 219 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი