
პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს
იმედი|imedinews.ge
პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს. Deutsche Welle წერს, რომ ეს პროგრამა „აღმოსავლეთ ფარის“ ნაწილია, რომლის მიზანიც პოლონეთისა და ნატოს რუსეთთან არსებული საზღვრების გამაგრებაა.
2024 წელს ამ პროექტისთვის 10 მილიარდი ევრო გამოიყო. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას შეუძლია მთელი თავისი აღმოსავლეთ საზღვარი ორი კვირის განმავლობაში სრულად დაბლოკოს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge