მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის მსგავსად ზელენსკისთვის სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას ჩეხეთიც აპირებს
პოლონეთის მსგავსად ზელენსკისთვის სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას ჩეხეთიც აპირებს

პოლონეთის მსგავსად ზელენსკისთვის სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას ჩეხეთიც აპირებს

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის კვალდაკვალ ჩეხეთის ხელისუფლებაც აპირებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ჩეხეთის სახელმწიფო ჯილდო „თეთრი ლომის“ ორდენი ჩამოართვას. ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.

ზელენსკისთვის ჯილდოს ჩამორთმევის ინიციატორი ჩეხეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ არის. პარტია განმარტავს, რომ ორდენის ჩამორთმევა საპასუხო რეაქცია უნდა იყოს სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელის მინიჭებაზე.

მედიის ცნობით, ფრაქცია საკითხის კოალიციური საბჭოს სხდომაზე დაყენებას გეგმავს.

„ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ, როცა ჩვენი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო აქვს ადამიანს, რომელიც სამხედრო დანაყოფებს ნაცისტი მონსტრების სახელებს არქმევს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ივნისში პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონეთში ფიქრობენ, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

მოგვიანებით პროტესტის ნიშნად პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოები უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც დაუბრუნეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ზელენსკის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ზელენსკი მზადაა, მაიამიში G20-ის სამიტზე პუტინს შეხვდეს, თუ კრემლის ლიდერი ჩავაBM.GE
  • დრონების გამო ზელენსკის თვითმფრინავის მოლდოვიდან გაფრენა შეფერხდაფორმულა
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • ზელენსკი შავ ზღვაში რუსულ სამიზნეზე დარტყმების შესახებ იუწყებანეტგაზეთი
ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი