მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზელენსკი მზადაა, მაიამიში G20-ის სამიტზე პუტინს შეხვდეს, თუ კრემლის ლიდერი ჩავა
ზელენსკი მზადაა, მაიამიში G20-ის სამიტზე პუტინს შეხვდეს, თუ კრემლის ლიდერი ჩავა

ზელენსკი მზადაა, მაიამიში G20-ის სამიტზე პუტინს შეხვდეს, თუ კრემლის ლიდერი ჩავა

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 19:00|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა მაიამიში ჩაფრინდეს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვდეს, თუ კრემლის ხელმძღვანელი „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტს დაესწრება. ღონისძიება დეკემბერში იგეგმება.

გერმანულ მაუწყებელ DW-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრისას მთავარი არა საუბარი, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იქნება.

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ჩავიდეთ. უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. საქმე სიტყვებს არ ეხება. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვიტყვი მე ან რის თქმას მოინდომებს ის... მნიშვნელობა მხოლოდ შედეგებს აქვს. ეს არის და ეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კრემლს ჯერჯერობით არ განუცხადებია, გეგმავს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი მაიამიში გაფრენას. პუტინი G20-ის ლიდერთა შეხვედრას პირადად ბოლოს შვიდი წლის წინ დაესწრო.

მიუხედავად ამისა, აგვისტოში აშშ-ის მხრიდან მიწვევა მიიღო რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა, რათა ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ G20-ის მინისტრთა შეხვედრას დასწრებოდა, რამაც ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა გამოიწვია.

ზელენსკისა და პუტინს შორის პირდაპირი დიალოგი 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არ შემდგარა. ორ ქვეყნის ლიდერს შორის ერთადერთი პირისპირ შეხვედრა 2019 წლის 9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა. მაშინ პირდაპირი ორმხრივი აუდიენცია დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა, რასაც გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები მოჰყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პუტინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • აშშ თუ პუტინის მხარეს დაიკავეს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკირუსთავი 2
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
პუტინის →

მსგავსი სტატიები

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

BM.GE

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

BM.GE