მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს.

ის კიევს ურჩევს, ნამდვილი გმირები განადიდოს და არა ისინი, ვინც პოლონელების მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

მინისტრმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი პოლონეთისთვის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება მტკივნეულია და პროტესტს იწვევს.

„ვოლინში მოკლეს ათობით ათასი პოლონელი - ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. სრულად გაანადგურეს ოჯახები და დასახლებები. ამ ტკივილის შემსუბუქება შეუძლებელია. გენოციდი გენოციდად რჩება. გადახედეთ გადაწყვეტილებას, გამონახეთ გზა ვითარების მოსაგვარებლად. ეს სიმწიფის, პასუხისმგებლობისა და პატივისცემის ნიშანი იქნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკრაინის გვერდით იდგნენ ყველაზე რთულ მომენტში. პოლონეთი უკრაინის მხარეს დარჩება რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა ნამდვილი მეგობრობა სიმართლეს მოითხოვს. სიმართლე კი ასეთია: პოლონელებისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ განდიდება მიუღებელია“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა ვიდეომიმართვის დროს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონური მხარე მიიჩნევს, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 234 სტატია.

  • შემობრუნება აშშ-უკრაინის ურთიერთობებში - რა შედეგით დასრულდა ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში?BM.GE
  • ზელენსკი „ქარტიის“ მეთაურზე თავდასხმას ეხმაურება: „უკრაინა აუცილებლად უპასუხებს“ფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →მთავრობის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი