მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვეულებრივი ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებაა და მათთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში ადგილი არ უნდა იყოს
პრემიერი: 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვეულებრივი ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებაა და მათთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში ადგილი არ უნდა იყოს

იმედი|imedinews.ge

რეალურად თუ აიკრძალება რადიკალური პოლიტიკური პარტიები, გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისთვის, შესაბამისად, 2028 წელს უნდა მიიღოს მონაწილეობა ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ეს არის ჩვენი ამოცანა, ამისათვის მივმართეთ სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, მუდმივად ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდეს ქვეყანა როდესაც ერთ მხარეს არის მმართველი პარტია და მეორე მხარეს არის რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური ოპოზიცია, ეს წრე უნდა გაირღვეს.

„ჩვენი გადასაწყვეტია სარჩელის შეტანა, რაც შეეხება ამომრჩეველს, თავის დროზე გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიასაც ჰყავდა ძალიან ფართოდ წარმოდგენილი ამომრჩეველი, მაგრამ თავის შინაარსით იყო არაკონსტიტუციური პარტია, რომელმაც თავის დროზე გერმანიას უმძიმესი შედეგები მოუტანა. მასაც ჰყავდა თავის ამომრჩეველი ბევრად მეტი პროცენტულად, ვიდრე ჰყავს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას. უკიდურესად რელევანტური შედარებაა თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება. ეს მათ დაამტკიცეს 9 წლის განმავლობაში, როდესაც ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ძირითადი უფლებები, ადამიანის ღირსება, ადამიანებს აწამებდნენ, ბიზნესის რეკეტი იყო მათი ხელწერა, ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება და ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებისთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში არ უნდა იყოს ადგილი.

საუბარია 4 პოლიტიკურ პარტიაზე, ჯამში მათ აიღეს ხმების დაახლოებით 30 პროცენტი, რაც ცოტა არ არის, ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში 2024 წელს. არის სხვა ქვეყნის მაგალითი ისტორიული გამოცდილებიდან, სადაც ამაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავდა კონკრეტულ ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიას. ეს არ არის თავისთავად არგუმენტი. არგუმენტი არის ის, რომ თუ პარტია თავის შინაარსით არის არაკონსტიტუციური, ის უნდა აიკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელით მივმართეთ სასამართლოს.

სარჩელში წარმოდგენილია უამრავი არგუმენტია, მათ შორის ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ამით გამოირჩეოდნენ ისინი 9 წლის განმავლობაში. როდესაც უკვე ოპოზიციაში მოღვაწეობდნენ, ისინი მუდმივად დაკავებული იყვნენ ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი