მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ, რომ თითქოს, მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას, წარმოიდგინეთ, ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შს მინისტრს, გასაგებია, მათთვის შეიძლება, უფრო მისაღებია, რომ „თვალთხარიას“ მაგივრად მას ერქვას უთავმოყვარეო, მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ, რა მძიმე დილემის წინაშე არიან
პრემიერი: არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ, რომ თითქოს, მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას, წარმოიდგინეთ, ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შს მინისტრს, გასაგებია, მათთვის შეიძლება, უფრო მისაღებია, რომ „თვალთხარიას“ მაგივრად მას ერქვას უთავმოყვარეო, მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ, რა მძიმე დილემის წინაშე არიან

იმედი|imedinews.ge

არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას“ მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო.

„არ მინდა, ბევრი ვისაუბრო ამ აგენტურის თავმჯდომარეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უბრალოდ ფაქტებით რომ გავიხსენოთ რას ამტკიცებენ ეს ადამიანები. არ მოსწონთ „თვალთხარიას" იმიჯი და აცხადებენ რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი იმდენად უთავმოყვარეო იყო, რომ გადაწყვიტა მინისტრის პოზიციაზე დარჩენა. თავზე გადაახტნენ, მოექცნენ როგორც არაფერს, მის მაგივრად გასცეს ბრძანება სროლის თაობაზე და ამის შემდეგ, როგორც უთავმოყვარეო კაცი, ის დარჩა თანამდებობაზე. გასაგებია, მათთვის შეიძლება უფრო მისაღებია, რომ „თვალთხარიას" მაგივრად მას ერქვას უთავმოყვარეო, მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ რა მძიმე დილემის წინაშე არიან, საკუთარ თავმჯდომარეზე უწევთ ამის მტკიცება, რომ „თვალთხარია" კი არა - არის უთავმოყვარეო. ნუ საზოგადოება ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა იმსჯელებს და გამოიტანს დასკვნებს. ასევე ფაქტებით დავუმტკიცეთ ბატონ გავრილოვთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე ერთობლივად იყო მიღებული. გამორიცხულია, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ რუსეთის, უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე შემოვიდეს პირი საზღვარზე. და ეს მან ძალიან კარგად იცოდა, ეს არის ფაქტების კონსტატაცია, თუმცა აქაც კი სწყინთ და მაინც ცდილობენ რაღაცნაირად სხვანაირად წარმოაჩინონ მოვლენები“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 219 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი