მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას
პრემიერი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას

იმედი|imedinews.ge

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს მივუდექით არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს იყო მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებზე, ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, თანაბრადაა გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები, ეს ეხება როგორც გაზის და ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის გაჩერების შედეგად, ათეულობით მლნ ლარის პოტენციურ შემოსავალს კარგავდა სახელმწიფო და ოპერირების აღდგენის შემდეგ შესაბამისი შემოსავლები შევა ბიუჯეტში.

„მთლიანობაში, შემიძლია გითხრათ, რომ რაზეც გვქონდა მყარი გარანტია მოცულობების კუთხით, ის გარანტია არის გაზრდილი. ანუ, მოცულობა, გარანტიების ნაწილში, მთლიანობაში არის გაზრდილი. იცით, რომ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება ხელშეკრულებებისა, ეს არის მათ შორის, შახდენიზიდან გარანტირებული გაზი და არის ორი დამატებითი ხელშეკრულება. ჯამურად, მოცულობის გარანტია არის გაზრდილი. ანუ, რაც გვქონდა გარანტია მოცულობის, იმაზე მეტი გარანტია მივიღეთ ჩვენ ამ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.

მთლიანობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაც გავუზიარეთ აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ ჩვენ მივუდექით ამ მოლაპარაკებებს არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, ეს იყო ჩვეულებრივი მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებთან დაკავშირებით და ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას.

ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, სადაც თანაბრად არის გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები. ასევე, კონკრეტულად რაც შეეხება ბაქო-თბილისი-სუფსას იცით, რომ სამი წლის განმავლობაში საერთოდ გაჩერებული იყო ეს მილსადენი და შესაბამისად, ათეულობით მლნ ლარის პოტენციურ შემოსავალს კარგავდა სახელმწიფო. ახლა უკვე აღდგება მილსადენის ოპერირება, საიდანაც შესაბამისი შემოსავლები უკვე შევა სახელმწიფო ბიუჯეტში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერიაBM.GE
  • თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →აზერბაიჯანის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი