მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა, არავითარი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება, ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით ჩორჩანაში, რაც ვისი „დამსახურებაც“ არის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ
პრემიერი: ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა, არავითარი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება, ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით ჩორჩანაში, რაც ვისი „დამსახურებაც“ არის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ქვეყანაში.

„საოკუპაციო ხაზთან ჩემს მისვლას რაც შეეხება, ჟურნალისტებმაც დამისვეს ბოლო დროს რამდენჯერმე ეს კითხვა და მათ დავუდასტურე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას, რატომღაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით საუბრობთ თქვენ ამ თემაზე. მე შემიძლია, გითხრათ, რა არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ, რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები. შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და ასევე მათი ეკონომიკური ინტერვენცია ამასთან ერთად. აი, ეს არის შედეგები, რაც მარტივად შეიძლება გაიზომოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გვაქვს სრულიად განსხვავებული შედეგები, არავითარი გაფართოება ტერიტორიული წარმომადგენლობის. ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით, ეს იყო შემთხვევა ჩორჩანაში, რაც ვისი „დამსახურებაც“ არის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ. სხვა შემთხვევაში ჩვენ პრინციპულად ბოლომდე ვიცავდით ჩვენს ინტერესებს და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ბოლომდე დაცული. მე არ ვიცი ეხლა, ამას შეფასებაც არ სჭირდება, ჩორჩანაში შეაჩერებინა ბორდერიზაცია. ახლა არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მე მგონი არავითარ კომენტარს ეს არ იმსახურებს. ერთადერთი შემთხვევაა, სადაც კილომეტრებით არის შემოჭრილი ამ ძველი ე.წ. საზღვრის მიღმა საოკუპაციო ძალა ჩვენს ტერიტორიაზე და ამას ჰქვია თურმე ბორდერიზაციის შეჩერება. ეს არის მართლაც სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოიწმენდს კონკრეტული ადამიანი საკუთარი ბიოგრაფიიდან. ეს არის ნამდვილი ლაქა, თუმცა ლაქები იმდენი აქვს, რომ იმასთან ჩორჩანაც კი მოსატანი არ არის, ეს შემიძლია თავდაჯერებით გითხრათ. რაც შეეხება სირიას და ვენესუელას, ჩვენ კონკრეტული ზომები გვქონდა მიღებული, თუმცა არ არის მიზანშეწონილი საჯაროდ საუბარი ამ თემაზე, მით უმეტეს თქვენი თანდასწრებით, ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

იმედი

გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

იმედი