მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ჩვენი პოლიტიკის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, პირველ ადგილზე ვართ ბოლო 5 წელიწადში არათუ ფართო რეგიონში, ევროპაშიც კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, დღეს ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი როგორც არასდროს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ბიძინა ივანიშვილის როლს, რომელიც არის დიდოსტატი, გროსმაისტერი
პრემიერი: ჩვენი პოლიტიკის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, პირველ ადგილზე ვართ ბოლო 5 წელიწადში არათუ ფართო რეგიონში, ევროპაშიც კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, დღეს ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი როგორც არასდროს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ბიძინა ივანიშვილის როლს, რომელიც არის დიდოსტატი, გროსმაისტერი

იმედი|imedinews.ge

ჩვენი პოლიტიკის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, პირველ ადგილზე ვართ ბოლო 5 წელიწადში არათუ ფართო რეგიონში, ევროპაშიც კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, დღეს ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი როგორც არასდროს, - განხორციელება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის უმნიშვნელოვანეს როლს მიღწეულ შედეგებში.

„რაც შეეხება იმას თუ რა მოგვიტანა პოლიტიკამ, რომელიც წარიმართებოდა მუდმივი ლავირების რეჟიმში, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ბიძინა ივანიშვილის როლს, რომელიც არის ამის დიდოსტატი, გროსმაისტერი, რაც ბევრჯერ მითქვამს. შედეგებით იზომება ყველაფერი. ჩვენ ვადარებთ ხოლმე წინა ხელისუფლებას რაღაცებით ჩვენს ხელისუფლებას კომპლექსურად. წინა ხელისუფლებაზე ხომ დიდი ამბით ლაპარაკობენ ხოლმე, რომ იყო პროდასავლური, პროეროვნული და ა.შ. წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგი საგარეო პოლიტიკის კუთხით იყო ის, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 % დავკარგეთ, ომი და ამას მოჰყვა შემდეგ აღიარება და 20 %-ის ოკუპაცია - ესაა შედეგი. ასევე გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები პირდაპირ რუსულ კომპანიებს. უმეტეს შემთხვევაში პირდაპირი ფორმით, ზოგიერთ შემთხვევაში ირიბი ფორმით და ბევრი სხვა. ტერიტორიული გაფართოება, ეკონომიკური ექსპანსია, ომი და ნგრევა. ეს ყველაფერი მოიტანა წინა ხელისუფლებამ. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკის შედეგებს, 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამ ლავირებამ მოიტანა ზუსტად ეს ყველაფერი. მოიტანა ის, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და პირველ ადგილზე ვართ ბოლო 5 წელიწადში არათუ ფართო რეგიონში, ევროპაშიც კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით და ა.შ. საბოლოო ჯამში, დღეს განვიმტკიცეთ სუვერენიტეტი და დღეს ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი როგორც არასდროს. შესაბამისად, ამ ვითარებაში უკვე ვიღებთ პასუხისმგებლობას, როდესაც მაგალითად კორუფციაზეა საუბარი, სულ მიდის საუბარი წარსულზე და ვერაფრით საუბრობენ აწმყოზე. მე შემიძლია დავდო პირობა ერთ რამეზე, ერთი წლის წინ, დაახლოებით, დასრულდა მთავრობაში საკადრო ცვლილებები და ეს პერიოდი ავიღოთ, გასული 1 წელი და მომავალი. თქვენ თუ მოიტანთ კორუფციის ერთ ფაქტს, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩემთან, ან რომელიმე მინისტრთან, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გვექნება მყისიერი რეაგირება და უშუალოდ რომელიმეს პასუხისმგებლობა თუ გამოიკვეთება, იქ იქნება მყისიერი ნაბიჯი გადადგმული. ერთ ფაქტს თუ მოიტანთ კორუფციასთან დაკავშირებით, საუბარია უმაღლეს თანამდებობის პირებზე, პირადად ვაგებთ ამაზე პასუხს, ამას ვპირდებით საზოგადოებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი