მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი დაგეგმილ აქციაზე: ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, რადგან კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს მოქალაქეებს, უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია
პრემიერი დაგეგმილ აქციაზე: ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, რადგან კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს მოქალაქეებს, უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე: ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, რადგან კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს მოქალაქეებს, უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია

იმედი|imedinews.ge

ე.წ. 7 პარტიაშიც კი, შვიდნიც არ არიან, მაგრამ რაც ჰქვიათ ფორმალურად, იმ 7 პარტიაშიც კი ვერ გამონახეს საერთო ენა და ამის მიზეზი არის სისუსტე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

პრემიერის შეფასებით, იმდენად დასუსტებული არიან, რომ უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, ვერ ნახულობენ საერთო ენას.

„ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს.

სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც აქვთ განხეთქილება. ე.წ. 7 პარტიაშიც კი, 7-ც არ არიან, მაგრამ რაც ჰქვიათ ფორმალურად, იმ 7 პარტიაშიც კი ვერ გამონახეს საერთო ენა და ამის მიზეზი არის სისუსტე. იმდენად დასუსტებული არიან, რომ უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, ვერ ნახულობენ საერთო ენას. ეს ყველაფერი არის მათი ზოგადი სისუსტის გამოხატულება. როგორც ორგანიზმს ახასიათებს, როგორც კი ზოგადად იმუნიტეტი ქვეითდება, მაშინვე ყველა პრობლემა ერთად იჩენს ხოლმე თავს. იმდენად დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, რომ საბოლოო ჯამში, ერთმანეთის გაძლებაც კი უჭირთ, რაც ნორმალურია და ძალიან კარგია. ამ რეჟიმში იყვნენ ისინი, როდესაც 10-ჯერ დავამარცხეთ დღემდე საერთო ეროვნულ არჩევნებში, მაგრამ ქვეყნისთვის არ არის ეს საერთო მდგომარეობა კარგი. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით იმ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი ძალებისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, იმისათვის, რომ სისტემა ბოლომდე გაჯანსაღდეს. სხვანაირად ამ სისტემას გაჯანსაღება არ უწერია, ვიდრე გვარამიები, ზურა ჯაფარიიძები, იქ სხვები, წარმოადგენენ დღეს ოპოზიციას, როგორც ასეთს“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი