მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით
პრემიერი: დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით

იმედი|imedinews.ge

დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტოტექნიკით.

„რაც შეეხება თავდაცვას - დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“. ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით. გრძელდებოდა ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებული სისტემების დანერგვა, მიმდინარეობდა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება. გრძელდებოდა დაზვერვის ქვედანაყოფების თანამედროვე სისტემებით აღჭურვა. მიმდინარეობდა არსებული საარტილერიო შესაძლებლობების მოდერნიზება. გაგრძელდა საბრძოლო-საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება. თავდაცვის ძალებმა მიიღო როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობდა უპილოტო და კონტრ უპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების მასშტაბური პროექტი. მიმდინარეობდა ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე ტაქტიკური რადიოსისტემებით. გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა. ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტოტექნიკით.

„დელტაში“ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ჯავშანჩაფხუტების და ჯავშანჟილეტების წარმოებისა და სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი. „დელტა ვებეს“ მიერ გრძელდება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი სისტემების პროტოტიპების შექმნა და გამოცდა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 180 სამხედრო ობიექტზე. დასრულდა სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების თანამედროვე სტანდარტების ბაზების მშენებლობა. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომელიც განხორციელდა თავდაცვის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა