მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება
პრემიერი: ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება

იმედი|imedinews.ge

განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მიზეზი სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით კონკრეტული ჯგუფების მიერ მეორეხარისხოვანი თემებით სპეკულაციის.

„თვითონვე იკარგებიან ხოლმე საკუთარ ვერსიებში. ჯერ ჰქონდათ სრულიად სხვა ვერსია, ახლა განავითარეს სრულიად სხვა ვერსია. რეალურად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. სინამდვილეში ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში.

პირველ რიგში, როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და სხვები და საუბრობენ, მაგალითად სამინისტროზე, ეს უკვე აჩვენებს იმას, თუ რამდენად არაკომპეტენტურები არიან ისინი. სინამდვილეში არის ერთადერთი განსხვავება მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, რომ მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის არის დაკავებული კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით სამინისტროს გარეშე. სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე ჩვენი კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად.

როდესაც ასეთ დროს პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები თუ სხვები საუბრობენ იმაზე, რომ სამინისტრო არის სუსტად წარმოდგენილი, ეს უკვე მათ კომპეტენციაზე მეტყველებს. სინამდვილეში შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც არის აღჭურვილი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით და ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქცია. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული, იმდენად მკაფიოა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს ეს თანამდებობა და ეს კონკრეტული ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობებიBM.GE
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი