მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ე.წ პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, გამოცხადებულია უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა
პრემიერი: ე.წ პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, გამოცხადებულია უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა

პრემიერი: ე.წ პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, გამოცხადებულია უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ გველაპარაკებოდნენ სანქციების გვერდის ავლაზე, რაც ბუნებაში არ ყოფილა და ამ დროს, ე.წ პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად. ეს არის პროევროპული ქვეყანა და საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა. იმდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, რომ არ შეიძლება, ღრმა შეფასება მივცეთ ამ ყველაფერს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა განმარტა, რომ საუბარი არ არის საქართველოს მეზობელ ქვეყანაზე და ამავდროულად, საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

„არის ე.წ პროევროპული ქვეყანა, ეს არ არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომ ამას რაღაც სპეკულაციები არ მოჰყვეს, რომელიც რუსეთში გზავნის საკუთარ კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით და ეს ქვეყანა არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად. ასეთი რაღაცები ხდება. ყველამ ყველაფერი იცის სინამდვილეში - აფხაზეთს იყენებს იმისთვის, რომ კონკრეტული პროდუქცია გაგზავნოს ექსპორტზე რუსეთში და ეს არის პროევროპული ქვეყანა და საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა. იმდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, რომ არ შეიძლება მაინცდამაინც ღრმა შეფასება მივცეთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპულ სტრუქტურებში გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების მიზანია მუდმივი წნეხის შენარჩუნება.

„ოპოზიციას უნდა გადაუგდონ ხოლმე რამდენიმედღიანი მაშველი რგოლი, ამის იქით ვერ მიდის მათი ფანტაზია. საბოლოო ჯამში, რაღაც დონეზე მიზანს აღწევენ, რადგან სრული სიმშვიდე მაინც არ გვაქვს. მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, პატარ-პატარა ჩხვლეტებით ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს და ამისთვის იყენებენ ადგილობრივ აგენტურას. რაღაც მიზანს ეს მაინც აღწევს - ვერ აღწევს პრინციპულ მიზანს - ვერ დაარღვიეს მშვიდობა, ვერ დაარღვიეს პრინციპულად სიმშვიდე, ვერ შეცვალეს ხელისუფლება, ვერ ჩამოშალეს ეკონომიკა, მაგრამ გარკვეულ შედეგს მაინც აღწევენ. რომ არ ყოფილიყო ეს სიცრუე, უსამართლობა, ეს სამარცხვინო თავდასხმები ქართველ ხალხზე, ბუნებრივია, სიმშვიდის ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა. ამ დონეზე ცდილობენ, ელემენტარული პრობლემები მაინც შექმნან ქართველი ხალხისთვის. ამას ემსახურბა ის ტყუილები და უსამართლობა, რასაც მუდმივ რეჟიმში ვხედავთ. რას ემსახურებოდა მაგალითად კანდიდატის სტატუსის არმინიჭება თავის დროზე, მოლაპარაკებების არგახსნა. მაშინ მეტი იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლებას შეცვლიდნენ და ამას აკეთებდნენ წინასაარჩევნოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ აქაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რისი იმედიც ჰქონდათ, მაგრამ გარკვეული შედეგი აქვთ, რადგან შეეძლო ქვეყანას, მშვიდად განეგრძო განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა: ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთანრუსთავი 2
აფხაზეთის →რუსეთის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი