მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია
პრემიერი: ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია

იმედი|imedinews.ge

ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბაქოში. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს ეხებოდა. „ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულებას, ზოგადად მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, საბოლოო ჯამში, ეს არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია. მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა, მათ შორის ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას აღარ აქვს არავითარი დატვირთვა. ეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო ამ კონკრეტულ მაგალითზე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ თავისუფალ მედიასაშუალებებს, რომლებსაც უზღუდავენ საქმიანობას ევროპული ბიუროკრატიის კედლებში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, უმძიმესი მდგომარეობაა, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძეBM.GE
  • საპატრიარქო: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცერუსთავი 2
მედია →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება