მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული კანონმდებლობა - ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს
პრემიერი: გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული კანონმდებლობა - ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს

პრემიერი: გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული კანონმდებლობა - ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს

იმედი|imedinews.ge

რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, შსს-მ, სასამართლომ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვის მიიჩნევს სამართალდამრღვევად შსს-ს ახლად შექმნილი ქვედანაყოფი, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული და უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამ კუთხით სამართალდარღვევას ჩაიდენს.

„რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, შსს-მ, სასამართლომ და უმჯობესია, დავაკვირდეთ, თუ როგორ დაამკვიდრებს ამ პრაქტიკას როგორც ერთი, ისე მეორე უწყება და ორგანო. რაც შეეხება შეფარდების პრაქტიკას, აქ ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული. ჩვენ გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ბუნებრივია, ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული ეს კანონმდებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოყალიბდება შსს-ში. ცალმხრივი არ უნდა იყოს ეს პრაქტიკა. იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა, სიძულვილი ჩვენს საზოგადოებაში, ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი