მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით - კორუფციული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის - ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამას ემსახურება ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა
პრემიერი: გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით - კორუფციული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის - ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამას ემსახურება ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა

იმედი|imedinews.ge

ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსაც, კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, აქ, თავადაც ხვდებით, რომ საქილიკო არაფერია, თუმცა აქაც ახერხებს ოპოზიცია რაღაც სპეკულაციების გავრცელებას, ეს მათი სახეა და არ არის საინტერესო, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ცვლილებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

„ეს ყველაფერი ემსახურებოდა სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, გაჩნდა ახალი რგოლი - კოორდინაციის რგოლი. ამ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა, ოღონდ კონკრეტული უწყებიდან, ეს იყო ფაქტობრივი მდგომარეობა. ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოცემულობის ფორმალიზება, რაც სწორია. რაც მანამდეც იყო ჩამოყალიბებული. რეალურად, იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურები - შსს, სუს-ი, სდსს-ი და მათ საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრი. ახალი თანამდებობა არის ამისათვის განკუთვნილი, რაც იდევ უფრო მეტად გააძლიერებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე ზრუნვას. ამ ერთი წლის განმავლობაში, გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით - კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, მიგრაციული პოლიტიკის უკეთ დაგეგმვის კუთხით, ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამას ემსახურება ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა მდინარაძემ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა სუს-ში და მისი საქმიანობა ახალ თანამდებობაზე იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული.

„მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ტერორისტული მიმართულებით და ა.შ. ყველა მიმართულებით მისი საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში. მამუკა მდინარაძე იქნება ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება თავის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო ძალიან წარმატებული. მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც, სახელმწიფო მინისტრსაც. ეს არის ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც პრემიერის შემთხვევაში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი