მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, რომ არა მათი მაღალი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ, ეს შედეგი არ დადგებოდა
პრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, რომ არა მათი მაღალი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ, ეს შედეგი არ დადგებოდა

იმედი|imedinews.ge

იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სწორედ, მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე.

„ამ დროის განმავლობაში, რთული პროცესები გამოვიარეთ, რაც მთავარია სამართალი აღსრულდა, ეს არის მთავარი. მე მინდა, ხაზგასმით მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ მათ აღკვეთეს ხელისუფლების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, გასული 4 წლის განმავლობაში. რომ არა მათი მაღალი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ, სამშობლოს მიმართ, სამშობლოსადმი ერთგულება, ეს შედეგი არ დადგებოდა. იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა. კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, მადლობა სუს-ს, სდსს-ს, თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ სამართალდამცველს, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე, რაც მათ დაადასტურეს გასული 4 წლის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

„ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული და გრძელდება. კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ბრალის გამოკვეთა, სხვა შემთხვევაში თუ გახდება შესაძლებელი ბრალის გამოკვეთა, რა თქმა უნდა, იქაც სახელმწიფო იმოქმედებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. იცით, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, მთავარია, რომ მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი