მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაგვეტოვებინა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, გავაკეთეთ განაცხადი, რომ არ დავაყენებდით დღის წესრიგში 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ევროკავშირი თვითონ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ იმთავითვე მოვაწერდით ხელს, ამით ჩანდა, რომ ჩვენ გვქონდა ურყევი პოზიცია ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებასთან დაკავშირებით
პრემიერი: იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაგვეტოვებინა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, გავაკეთეთ განაცხადი, რომ არ დავაყენებდით დღის წესრიგში 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ევროკავშირი თვითონ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ იმთავითვე მოვაწერდით ხელს, ამით ჩანდა, რომ ჩვენ გვქონდა ურყევი პოზიცია ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებასთან დაკავშირებით

იმედი|imedinews.ge

სამ თვეში ერთხელ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის მოლაპარაკებების გახსნა, სამ თვეში ერთხელ ამის თქმა ნიშნავს მუდმივ მღელვარებას საზოგადოებაში, მუდმივ ბერკეტს იმისათვის, რომ რევოლუციური პროცესები წაეხალისებინათ და ა.შ., - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა არ ყოფილიყო მუდმივი შანტაჟის ქვეშ, ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ არ დააყენებდა დღის წესრიგში 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

„არავითარი მოლოცვა არ ყოფილა არჩევნებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ნიშნავდა ამ პროცესების წახალისებას. ამას ემატებოდა კიდევ ერთი, სექტემბერში გამოსაცხადებელი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების არგახსნასთან დაკავშირებით. აქაც იგივე ხდება, უკრაინას და მოლდოვას უხსნიან მოლაპარაკებებს, საქართველოს - არა და ამან უნდა გამოიწვიოს საქართველოში მღელვარება, რაც ლოგიკურია, ვინაიდან საზოგადოებაში არის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ.

ჩვენ კი, ვსაუბრობთ ევროპულ ბიუროკრატიაზე და რეალურად მათი ბრალია ყველაფერი, რაც ხდება, მაგრამ ფორმალურად, ეს არის ევროკავშირი, ხალხის თვალში ევროკავშირი არ განიჭებს შენ სტატუსს, არ გიხსნის მოლაპარაკებებს. იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაგვეტოვებინა მუდმივი 3-თვიანი შანტაჟის ქვეშ, ყოველ სამ თვეში ერთხელ არ ეთქვათ, რომ არ იმსახურებ, არ გეკუთვნის და ამის საფუძველზე არ ეცადათ სამ თვეში ერთხელ რევოლუციური პროცესების გამოწვევა, ჩვენ გავაკეთეთ ეს განაცხადი, ეს იყო გუნდის განაცხადი, რომელიც პირდაპირ მე გავახმოვანე და საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ, ჩვენი მხრიდან, სიტყვა სიტყვით ასეთი რამ ითქვა, არ დავაყენებდით დღის წესრიგში 2028 წლამდე, საუბარი იყო რამდენიმეწლიან მონაკვეთზე, 4-წლიან მონაკვეთზე, 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან აღარ ვაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

თუმცა იქვე დაკონკრეტდა ჩვენი მხრიდან, რომ თუ ევროკავშირი თვითონ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნისთვის, ჩვენ იმთავითვე მოვაწერდით ხელს ამას. ამ განცხადების შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და, სამწუხაროდ, პირდაპირ თქვა, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი, მაშინ როცა, მანამდე, 2024 წლის ივნისში წერილობით შეაჩერა ევროკავშირმა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. ანუ რეალურად, რაც მათ გააკეთეს 2024 წლის ივნისში, რისი დოკუმენტიც არსებობს, ის დაგვაბრალა ჩვენ. ჩვენ ვთქვით ერთადერთი რამ, რომ ჩვენი მხრიდან აღარ ვაქტიურობთ, აღარ ვაყენებთ დღის წესრიგში ამ საკითხს იმისათვის, რომ სამ თვეში ერთხელ არ გვითხრათ, რომ არ გეკუთვნის, არ იმსახურებ. ხალხი არ ააღელვონ სამ თვეში ერთხელ.

იქვე დავადასტურეთ, რომ თუ ევროკავშირი თვითონ გამოხატავდა მზაობას, რომ გაეხსნა მოლაპარაკებები, ამ შემთხვევაში, იქვე მოვუწერდით ხელს. ამით ჩანდა, რომ ჩვენ გვქონდა ურყევი პოზიცია ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

დღესაც ასეა, ევროპული ბიუროკრატია ამტკიცებს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი და ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ მოიტანეთ დოკუმენტი - მოვაწერთ ხელს. ვის არ უნდა, ხომ ჩანს სინამდვილეში საქართველოს ევროინტეგრაცია. ჩვენ ვართ მზად ყველაფრისთვის, ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსს, ვითხოვდით მოლაპარაკებების გახსნას. რატომ არ მოგვცეს პასუხი არ არსებობს. პუნქტებიც კი არ იყო მაშინ. პუნქტებზე შეიძლება თქვა, რომ ეს არ შეასრულე, ის არ შეასრულე და არ მოგეცი, მაგრამ მაშინ პუნქტებიც კი არ იყო, რაც შეიძლებოდა, რომ არ შეგვესრულებინა. ჩვენი მხრიდან ყოველ ჯერზე იყო მკაფიო სურვილი გამოხატული, რომ გადაგვედგა ყოველი შემდგომი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, იქიდან იყო უარი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ უარი მოლაპარაკებების გახსნაზე, შემდეგ იყო პოლიტიკური დიალოგის შეჩერება.

დღესაც ვეუბნებით ამას ჩვენს კოლეგებს, გავანებოთ თავი წარსულს, არ გვაინტერესებს რა იყო წარსულში, ცუდი იყო, როგორიც იყო. დღეიდან დავიწყოთ ათვლა, მოდით, გავაფორმოთ დოკუმენტი, გავხსნათ მოლაპარაკებები. ვის არ უნდა - პირდაპირ ჩანს. ჩვენ მოვუწოდებთ, ისინი ამბობენ უარს. ეს არის ჩვენი პოზიცია. აქ გადის ყველაფერი სუვერენიტეტის საკითხზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სუვერენიტეტი არ არის განხილვის საგანი. ასევე კანონებთან დაკავშირებით გახსოვთ აჟიოტაჟი. ეს იყო „გამჭვირვალობის კანონი“, რაზეც არავითარი ახსნა არ არსებობდა, თუ რატომ იყო ეს კანონი ცუდი. და მეორე იყო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, ამაზეც დასაბუთება ვერ მოვისმინეთ, მაგრამ აქაც არის უხეში ზეწოლა, უხეში მოთხოვნები,“- აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ასევე მზადაა, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. „იგივე ეხება აშშ-ს. სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ ხომ არ შეგვიჩერებია. იქიდან შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა. როგორც კი ვნახავთ მზაობას იქითა მხრიდან, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინვე ვართ მზად. აქედან ჩანს, რომ ჩვენი მხრიდან არის სურვილი, ინტერესი, ამ გზის ერთგულება, იქიდან არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემები.

ჩვენ ასევე ვთავაზობთ ევროკავშირს საჯარო და გამჭვირვალე დიალოგში შესვლას. იყო გარკვეული მცდელობები სხვადასხვა მხრიდან, რომ გაუმჭვირვალე დიალოგში შევსულიყავით, რაც პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის. რა დიალოგიც წარიმართება, ყველაფერი უნდა წარიმართოს საზოგადოების წინაშე შესაბამის ფორმატებში, მათ შორის, პოლიტიკურ ფორმატებში და არაპოლიტიკურ ტექნიკურ ფორმატებში. მზაობა არის დიალოგისთვის. ჩვენ გვესმის, რომ შეიძლება ერთ დღეში რაღაც არ შემოგთავაზონ და რაღაცას ვერ მოაწერონ ხელი. ამისათვის არის დიალოგი დასაწყები. ამაზე ჩვენ ვაცხადებთ, რომ მოდით ღიად, გამჭვირვალედ დავიწყოთ პოლიტიკური დიალოგი და ერთად ვიმსჯელოთ ყველა თემაზე, ამაზეც იქიდან არის უარყოფითი პასუხი,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 225 სტატია.

  • ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენBM.GE
  • ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ექვს თვეში 12 615 ქართველი გამოაძევესფორმულა
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
ევროკავშირის →წლამდე →პრემიერი →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით

პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად