მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას, ვინც გადაწყვეტს აგენტობას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული
პრემიერი: ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას, ვინც გადაწყვეტს აგენტობას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული

იმედი|imedinews.ge

ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული.

„მნიშვნელობა არ აქვს, ჯაშუში რომელ ქვეყანას ემსახურება. ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას. თავის დროზე კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები ცდილობდნენ აგენტობის პოპულარიზაციასაც კი, როდესაც საქმე ეხებოდა კონკრეტული სახელმწიფოების აგენტობას. აგენტი მნიშვნელობა არ აქვს ვისია, აგენტი ყოველთვის ღალატობს საკუთარი სამშობლოს ინტერესებს, ის ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას, რომ დადგეს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის. ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული.

იმისათვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ჩვენ არ დავასახელებთ შესაბამის სახელმწიფოს. მაგრამ მკაფიო გაფრთხილება ყველას - მნიშვნელობა არ აქვს, ვისი აგენტი ხარ. აგენტობა ყოველთვის არის დანაშაული საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და შესაბამისად აქ განსაკუთრებით პრინციპული იქნება სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი