მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი მესტიაში მაინერების ამოღებაზე: უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში მოექცეს, ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შსს
პრემიერი მესტიაში მაინერების ამოღებაზე: უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში მოექცეს, ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შსს

იმედი|imedinews.ge

მესტიაში ამოღებულია დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, 10%-ს არ აღემატება.

„გაკეთდა განაცხადი გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით და პარალელურად, წარიმართება შესაბამისი პროცესები, რაშიც არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. თქვენ იცით, რა ციფრებზეა საუბარი. 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, 10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება. დაახლოებით, უხეშად, 20 მილიონზე მეტი ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით. საბოლოო ჯამში, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, რომელსაც ადამიანი იხდის თბილისში, ქუთაისში თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →პროცესი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი